შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის, ზესტაფონის და სამტრედიის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.
განცხადებაში ნათქვამია, რომ დაკავებული არიან 1975 წელს დაბადებული თ.კ. და 1970 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ლ.გ, რომელთაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონოდ დათესვა-მოყვანა ედებათ ბრალად.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის, ზესტაფონის და სამტრედიის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.
დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა-შენახვის და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონოდ დათესვა-მოყვანის ბრალდებით დაკავებული არიან 1975 წელს დაბადებული თ.კ. და 1970 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი ლ.გ.
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული პირების პირადი, საცხოვრებელი სახლების, ეზოსა და დამხმარე სათავსოების ჩხრეკისას, 207 ძირი ნარკოტკიული ნივთიერების შემცველი მცენარე კანაფი და გამომშრალი მარიხუანა ამოიღეს” – წერია შსს-ის განცხადებაში.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე პრიმა მუხლის მე-3 “ა” ქვეპუნქტით, 260-ე მუხლის პირველი და 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.