გელაშვილის და გირგვლიანის საქმეზე, აუცილებლად პასუხი უნდა აგოს სააკაშვილმა – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა “ჯორჯიან თაიმსის” გადაცემაში “დროული კითხვები” განაცხადა.
“ბოლო 20 თუ 30 წელია, მუდმივად საჯარო ცხოვრების მონაწილე ვიყავი, ძალიან კარგად ვიცნობ ბევრ იმ მოვლენას, რომელსაც ადგილი ჰქონდა საქართველოში. პირად მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, როგორც ადამიანი, ვფიქრობ, რომ მან (მიხეილ სააკაშვილმა) პასუხი უნდა აგოს იმ დანაშაულებისთვის, რომლისთვისაც ის ამ წუთას არის გასამართლებული”, – განაცხადა ხიდაშელმა გადაცემაში “დროული კითხვები”.