რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. იგი “ქართული ოცნების” მიერ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატების დასახელებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ კანდიდატებს შორის არცერთი ქალი არ არის.
მისი თქმით, ეს გამიზნული, წინასწარ გააზრებული ნაბიჯი იყო და სწორედ ამიტომაც გააუქმეს კანონი ქალთა კვოტირების შესახებ, რომლის მიხედვითაც პარლამენტში და ყველა დონის წარმომადგენლობით ორგანოში ყოველი მეოთხე ქალი უნდა ყოფილიყო.
“ქართული ოცნება” არ ღალატობს “ტრადიციულ ღირებულობებს”-თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატად არ არის წარდგენილი არცერთი ქალი.
განა ამას ვერ შეამჩნევდნენ ან არ ექნებოდათ მსჯელობა? ექნებოდათ რა თქმა უნდა, მაგრამ პასუხი იქნებოდა ტრადიციული- “დაიკიდე”.
ფეხებზე ჰკიდიათ საზოგადოებრივი აზრი. კლანს ახლა კაცები სჭირდება. ამიტომაც გააუქმეს კანონი ქალთა კვოტირების შესხებ, რომლის მიხედვითაც პარლამენტში და ყველა დონის წარმომადგენლობით ორგანოში ყოველი მეოთხე უნდა ყოფილიყო ქალი.
1918 წლის პირველ დემოკრატიულ საპარლამენტო არჩევნებში უამრავი ქალი მონაწილეობდა, საიდანაც რამდენიმე საკანონმდებლო ორგანოს წევრი გახდა. ესაა ქართული ტრადიციული ღირებულებები და არა ის საბჭოთა გადმონაშთები, რომელსაც რუსული ოცნება და მისი მომსახურე ეკლესია ეროვნულ ტრადიციად გვტენის.
ქალებმა უნდა დასაჯონ ქალებზე მოძალადე ეს ფსევდოტრადიციონალისტები” – წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.