სსიპ “გარემოს ეორვნული სააგენტო” განცხადებას აქვეყნებს და წერს, რომ 9 აგვისტომდე საქართველოში მოსალოდნელია 38, 40 გრადუსამდე მაღალი ტემპერატურა.
“9 აგვისტომდე საქართველოში ნარჩუნდება ჰაერის მაღალი ტემპერატურა, აღმოსავლეთში – ზოგან 38, 40 გრადუსამდე.
მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურა სითბური სტრესის, ტყის ხანძრების რისკის და გვალვიანი პირობების ჩამოყალიბების ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს (საფრთხის დონე საშუალო)“, – წერია განცხადებაში.