Wednesday, December 31, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home სოც.ქსელები

შეცდომაა – “ნარკოდამოკიდებულება უსაქმურების დაავადებაა”, სწორია… – ნათია ფანჯიკიძე

November 25, 2021
“პედოფილიის შემთხვევების უმეტესობა ახლო წრეში, ნაცნობ გარემოში ხდება” – ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:

“ეფექტური განცხადებების კვირეული გრძელდება, მთავრობამ, – ნარკოდამოკიდებულ ხალხს შრომას დავაჩვევთ და ყველაფერი კარგად იქნებაო. თავი და თავი უსაქმურობააო. სამსახური ზოგადად ყველა ადამიანისთვის კარგი რამაა, მაგრამ რა ვქნა, გრძლად დავწერო, თუ მოკლედ მოგიყვეთ, რომ ნარკოდამოკიდებულება უმძიმესი დაავადებაა და ამ ადამიანებს სწორად დაგეგმილი, სამ, ან ოთხეტაპიანი მკურნალობა სჭირდებათ (ფიზიკური დამოკიდებულების მოხსნა, ე.წ. დეტოქსი; თანმდევი ფსიქიკური კონდიციის მედიკამენტური მკურნალობა; საჭიროების შემთხვევაში ჩანაცვლებითი თერაპია; ფსიქორეაბილიტაცია). აქედან ფსიქორეაბილიტაციას, “ფხიზელი ცხოვრების დასწავლას” იდეალურ შემთხვევაში წელიწადნახევარი სჭირდება, ოპტიმალური კი 6-10 თვიანი ინტენსიური კურსია. ფსიქოთერაპიის გარეშე ნებისმიერი “ძვირიანი” მკურნალობა წყალში გადაყრილი რესურსი რომაა, იცით ეგეც ხომ? ანეკდოტი რომაა, მეგრელს რომ ჰკითხეს, ცურვა იციო? მეცოდინება ალბათ, – რომ უპასუხა. გეცოდინებათ ალბათ, მაგრამ მაინც გახსენებთ, რომ შრომა-გასწორების რეჟიმი კი არა, ჯერ მკურნალობაა გამოსავალი.

სწორად დაგეგმილი ყველაფერი ყოველთვის უფრო ხარჯეფექტურია, ფულის თვლა კი იცით და ეს ჩემგან არ გესწავლებათ, ნება თქვი შენ. ამის შემდეგ კი რა თქმა უნდა, იდეალური იქნება სოციალური საწარმოების პროგრამები და დასაქმების პროგრამა, რომელიც ასევე უნდა ითვალისწინებდეს დაავადებულ პირთა ასაკს, ზოგად ჯანმრთელობას და სხვა ინტერესებს. მოზარდებისთვის კი აუცილებელია პრევენციის პროგრამის დაგეგმვა, რომ მაქსიმალურად დავაზღვიოთ ბავშვები ამ დაავადებისგან. თუ ნება არსებობს, გაუკეთებელი საქმე არ არსებობს, მაგრამ ნება ნიშნავს გააზრებულ მოქმედებებს და გააზრებულ განცხადებებს, რომელსაც მესიჯებზე დაეტყობა, რომ ნახევარი საათი მაინც წაიმუშავა ვინმემ.

შეცდომაა – ნარკოდამოკიდებულება უსაქმურების დაავადებაა.
სწორია – საინტერესო საქმის კეთება ადამიანებს ბედნიერს ხდის, მაგრამ მკურნალობის საჭიროება არ იხსნება”, – წერს ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
  • როგორი სუფრა დავახვედროთ ცხენს ახალ წელს – თიკა ქოქაშვილის რეკომენდაცია
  • „მინდა ვთხოვო მშობლებს…“ – ივანე ჩხაიძე სპეციალურ მიმართვას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge