21 ივნისს ნინო დათაშვილს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდებულის ადვოკატის თქმით, პროკურატურამ სრულიად უსაფუძვლოდ მოითხოვა სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება.
“პროკურატურამ მიმართა ბრძოლის ახალ მეთოდს აქტივისტების წინააღმდეგ და ნინო დათაშვილის შემთხვევაში სრულიად უსაფუძვლოდ და უკანონოდ მოითხოვა სასამართლო ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება, რაც იმას ნიშნავს, რომ პროკურატურამ მოითხოვა ნინო დათაშვილისთვის შერაცხადობის საკითხის გამორკვევა ყოველნაირი კრიტერიუმის და საფუძვლის გარეშე. სასამართლომ დააკმაყოფილა ეს შუამდგომლობა, სასამართლომ არ მისცა ნინო დათაშვილს პროცესში მონაწილეობის უფლება, რადგან მას არ ჰქონდა ინფორმაცია, რა პროცესი განიხილებოდა მის წინააღმდეგ. სასამართლომ განაცხადა, რომ თუ ნინო დათაშვილი იქნება წინააღმდეგი ექსპერტიზის ჩატარებაზე, გამოყენებულ იქნას იძულების პროპორციული ზომები, რაც იმას ნიშნავს, რომ სასამართლომ ნინო დათაშვილის არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადაყვანის ნებართვა გასცა” – განაცხადა ნინო დათაშვილია ადვოკატმა.
მისი უფლეებადამცველის თქმით, რომლებიც ორგანიზაციას “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წარმოადგენენ, ჯანმრთელობის სხვადასხვა სახის პრობლემების, კერძოდ, ხერხემლის დაზიანების, თიქარისა და რადიკულიტის თანმხლებ სიმპტომებად მითითებულია ემოციური ლაბილობა, რაც პროკურატურამ საფუძვლად გამოიყენა.
შეგახსენებთ, ნინო დათაშვილი სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, სასამართლოს მანდატურზე განხორციელებული თავდასხმის ბრალდებით დააკავეს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-იდან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.