გარემოს ეორვნული სააგენტო მოსალოდნელ ამინდის ცვლილებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას აფრთხილებს, რომ 2 აგვისტოს, მაღალი ტემპერატურის ფონზე, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. მათივე თქმით, დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-მთიან რაიონებსა და აღმოსავლეთ საქართველოში, მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, სეტყვა და ელჭექის დროს ქარის გაძლიერება.
“ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)” – წერია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.