ლაშა ცანავამ, რომელსაც დღეს წინასწარ პატიმრობა შეეფარდა, სუს-ის შეფების წინააღმდეგ პირდაპირ სასამართლო დარბაზში სკანდალური ჩვენება მისცა.~
ლევან ხაბეიშვილის თანამებრძოლი, დღეს ყვებოდა იმ გარიგების შესახებ, რომელიც მისი მტკიცებით, მოდულის შენობაში შესთავაზეს.
ცანავას თქმით, მას უთხრეს, რომ თუ უნდოდა თავისუფლება მაშინ სუს-ის აგენტი უნდა გამხდარიყო, კერძოდ ხაბეიშვილის ფარული ჩანაწერების შეგროვება და სუს-ში მიტანა დაევალებოდა.
სხდომაზე დღეს ცანავა ამტკიცებდა, რომ მისი დაკავება ლევან ხაბეიშვილზე შურისძიების მოტივით გადაწყდა.
დაკავებული ლაშა ცანავა მოსამართლემ დღეს წინასწარ პატიმრობაში გაუშვა. ის ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრია, ცანავას სუს-ი უცხო ქვეყნის მოქალაქისგან ბინადრობის მოწმობის მიღებაში დახმარების სანაცვლოდ, თანხის აღებას ედავება.