Saturday, August 2, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home მოგზაურობა

“ვეძახით იესოს, მარტო გარეგნობით კი არა, ხასიათითაც ჰგავს”- რეზო კიკნაძე მიმართვას ავრცელებს

August 1, 2025
“ვეძახით იესოს, მარტო გარეგნობით კი არა, ხასიათითაც ჰგავს”- რეზო კიკნაძე მიმართვას ავრცელებს

რეზო კიკნაძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“თორნიკეს ვეძახით იესოს. პირველად, როცა სასამართლოდან დავბრუნდით მე და ონისე და საკანში თორნიკე დაგვხდა, ერთმანეთს შევხედეთ და ერთდროულად ვთქვით: „ნახე, იესო მოგვიყვანესო“. ასე დაერქვა — იესო. მარტო გარეგნობით კი არა, ხასიათითაც ჰგავს. რომ იცოდეთ, როგორი მშვიდი, უწყინარი, კეთილი და ლმობიერია.

მის ზედმეტსახელზე ყოველდღიურად ბევრი სახალისო სიტუაცია იქმნებოდა და რამდენიმეს მოგიყვებით:
ჩემი ფავორიტი ესაა: თორნიკე, ჩემსავით, რეალის ფანია. პირველად, როდესაც რეალის თამაშს ერთად ვუყურებდით და მთელი გულით ვგულშემატკივრობდით, გავხედე და წამოვიძახე: „ვა, ნახე, ღმერთი რეალის ფანი ყოფილა თქო“. ონისემ სიცილით მიპასუხა: „აბა, რაიქნებოდა, მაგიტოა ყველაფერს თქვენ რომ იგებთო“. ამ დროს თვითონ „წითელი ეშმაკების“ გულშემატკივარია.
მაღაზიაში პროდუქტის საყიდლად სიას როცა ვწერდით, ერთამენთს ვეუბნებოდით ხოლმე — რად გვინდა მაგის წერა, აგერ ახლა თორნიკე ჩაყოფს წყალში ხელს და გადააქცევს კოკა-კოლად, პურს — ქათმის ფილედ და ა.შ.
ერთ საღამოს თემურ ელიავას „დიალოგი ღმერთთან“-ს ვკითხულობდი (ზოგადად, ყოველ ღამე გვქონდა ლექსების ერთ ხმაში კითხვის ნახევარსაათეული), და ისე გამოვიდა, მე და ონისე ადამიანის პარტიას ვამბობდით, თორნიკე მაღლა იწვა და ღმერთის პარტიას — ზემოდან. თავის ჟესტებით და მიმიკებით თეატრალური ინსცენირებასავით დავდგით. ძაან სახალისო იყო.
„უფალო, ხალხმა დაგარქვა ღმერთი — მე ჯოჯოხეთით მაშინებ განა?“ — ორივე ვუყურებდით მაღლა თორნიკეს, მკაცრად ვუქნევთ თითებს, თან გვეღიმება.
დღე უყვარს თორნიკეს ძილი, და როცა გავხედავდით არხეინად მძინარეს, წამოვიძახებდით ხოლმე: „ნახე, ღმერთს მთელი დღე მშვიდად სძინავს და მერე კიდე გვიკვირს, რატომ ვართ ამ დღეში — თქო.“
კარგი იყო და მომენატრნენ.
დანარჩენებს მერე მოგიყვებით — გარეთ…
მალე დამიბრუნეთ ჩემი იესო გოშაძე, სანამ დამეპატრონა ეშმაკი.
P.S. ახლა წავიკითხე ქალბატონი მარეზის წერილი. იქ უწერია — თორნიკე 1999 წელს დაიბადაო. ჩემთვის ჩავილაპარაკე: 1999 წელს კი არა, თორნიკე როცა დაიბადა, მაგ დროს დაიწყო წლების ათვლა-მეთქი. და მაშინ მომინდა ამის დაპოსტვა.
P.P.S. — თეა წულუკიანი Thea Tsulukiani — მე, თორნიკე და ონისე იმერლები ვართ და ხშირად „ვგლახაობდით“ საკანში იმერული აქცენტით. ყველაზე საყვარლობა იყო. ჰოდა სანამ იმერლებს რამეზე დასცინებ, ეგ დორბლი მოიწმინდე და პირი კარგად გამოისუფთავე, „გეიგე“ მკვლელი მამის მკვლელო შვილო?
21 ივლისი 2025″- წერს რეზო კიკნაძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • თბილისში ხანძარია – რა კადრები ვრცელდება სოციალურ ქსელში
  • თბილისში ცინცაძის ქუჩაზე ავარია მოხდა – რა ხდება ადგილზე
  • საქართველოს რკინიგზასთან დაკავშირებით მომზადებული კრიტიკული დასკვნის შემდეგ, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან ექსპერტი გაათავისუფლეს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge