“პოლიციელისთვის არა თუ ხელის დარტყმა და ფიზიკური ზემოქმედება, უხეში სიტყვის თქმაც კი განვითარებულ დემოკრატიულ ქვეყნებში სერიოზული სასჯელის წინაპირობა ხდება” – განაცხადა გია ვოლსკიმ მზია ამაღლობელის მიმდინარე სასამართლო პროცესთან დაკავშირებით.
“პოლიციელისთვის ხელის გარტყმა არის გარკვეული წინასწარდაგეგმილი ქმედება იმისთვის, რომ დაუსჯელობის და განუკითხაობის ატმოსფერო შეიქმნას, რომ სახელმწიფოს სტრუქტურები არ არსებობს, რომ შეიძლება პოლიციელის ხელი დაარტყა და ამისთვის არაფერი მოგივიდეს. იგივე რომ ნებისმიერ დემოკრატიაში მოხდეს, პასუხი ძალიან მძიმე იქნება – დაწყებული ფიზიკური ზემოქმედებიდან, დასრულებული სასამართლო გადაწყვეტილებით.
ადამიანურად ახალგაზრდა ქალის მიმართ შეიძლება ემპათია გამაჩნდეს, მაგრამ არსებობს კოდექსი, კანონი და კანონი ყველამ უნდა დაიცვას, წინააღმდეგ შემთხვევაში ნგრევის პროცესი განვითარდება.
ეს არის საქართველოს წინააღმდეგ შექმნილი სცენარი, რომელშიც ერთ-ერთი დეტალი არის პოლიციელისთვის შეურაცხყოფა, მათ შორის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება“- გია ვოლსკი მზია ამაღლობელზე.
შეგახსენებთ, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესის დასკვნითი სხდომა მიმდინარეობს.