აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი 27 ივლისს ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს შეხვდა. ტრამპის “ნომერი პირველი” პრიორიტეტი ევროპის იმაში დარწმუნება იყო, რომ რუსეთისგან ენერგორესურსების შეძენა შეეწყვიტა და სანაცვლოდ შესთავაზა, ევროპამ ენერგორესურსები აშშ-სგან იყდოს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Politico ავრცელებს. მათი თქმით, არავინ იცოდა რას მოიტანდა ის ისტორიული ენერგეტიკული ცვლა, რომელმაც აშშ-ისა და ევროპის ურთიერთობა შეცვალა.
ჯეფრი პიატმა, რომელიც 2014 წელს უკრაინაში აშშ-ის ელჩი იყო და ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის დროს ხელმძღვანელობდა სახელმწიფო დეპარტამენტის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების ბიუროს, ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
„ერთადერთი რამ, რაც აშშ-ის [LNG] ინდუსტრიის გასაოცარ ზრდას დააბრკოლებს, რუსეთისგან გაზის მიმოქცევის აღდგენაა. ამაში ეჭვიც არავის შეეპაროს“ – წერს ჯეფრი პიატი.
გამოცემა, ერთ-ერთ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს, რომ ვროპა ტრამპის მოთხოვნაზე დათანხმდა: “ეს უბრალოდ ისეთი სრული გარდასახვაა… და ეს ვალდებულებაა, რომ ამერიკისგან შეისყიდონ.” – დაამატა მან.
Politico-ს წყაროს მიხედვით, ტრამპმა თავიდან მოითხოვა, რომ ტრამპის საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე, ურსულა ფონ დერ ლაიენს მოეღო პირობა, აშშ-სგან $1 ტრილიონის ღირებულების ენერგორესურსების შეესყიდვის თაობაზე. თუმცა საბოლოოდ შეთანხმება $750 მილიარდზე შედგა, რაც წლიურად $250 მილიარდი იქნება.
Politico-ს თქმით, ეს რიცხვები რეალობას მოკლებული და არარეალურია. შეთანხმების ფარგლებში დაპირებული მაჩვენებლების მისაღწევად აშშ-ს მოუწევს, რომ ენერგორესურსების მთელი ექსპორტი ევროკავშირისკენ გადაამისამართოს და შემდეგ რესურსების დამატებით 50% გამონახოს. ამავე დროს, ევროკავშირმა, ფაქტობრივად, უნდა გადააფასოს თავისი სხვა უცხოური მიმწოდებლები (მათ შორის, ისინიც, რომლებიც უფრო იაფი ენერგიით უზრუნველჰყოფენ) და სამმაგად გაზარდოს ამერიკული იმპორტი.
ამ საკითხთან დაკავშირებით, Politicos-ს ჟურნალისტი კლიმატისა და ენერგეტიკის მიმართულებით, ზაკ კოლმანი X-ზე განცხადებას აქვეყნებს და წერს, რომ ბუნებრივი გაზი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხიდია, რომელიც აშშ-სა და ევროკავშირს ერთმანეთთან აკავშირებს.
“ბუნებრივი აირი წარმოადგენს ერთ-ერთ უმტკიცეს კავშირს, რომელიც აერთიანებსა აშშ-სა და ევროკავშირს ტრამპის ეპოქაში. ათი წლის წინ ეს მოსაზრება სასაცილოდ მოგვეჩვენებოდა.
ჩვენ სიღრმისეულად შევისწავლეთ, თუ როგორ ჩამოყალიბდა ეს ურთიერთობა და რა ემუქრება ტრამპის შედარებით გახსნილობას რუსეთის მიმართ”
მიუხედავად ამ ყველაფრისა, ევროპას არ გააჩნია შესაფერისი ინფრასტრუქტურა ასეთი ოდენობის ენერგორესურსების მისაღებად და ასევე ნაკლებად სავარაუდოა, რომ კერძო კომპანიები ასეთ გეგმას დათანხმდნენ.
