დღეს, 23 ნოემბერს, “ვარდების რევულოუციიდან” 18 წელი გავიდა. ანიშნულ თარიღთან დაკავშირებით სცენარისტი ქეთი დევდარიანი “ფეისბუქის” პირად გვერდზე შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
“დღეს 23 ნოემბერია და ყველას ვულოცავ, ვინც ხვდება, შავარდნაძის მერე პირდაპირ ხიხო რომ მოსულიყო, რა მოხდებოდა”, – წერს დევდარიანი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ოპოზიცია დღეს, 23 ნოემბერს, ვარდების რევოლუციის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, თავისუფლების მოედნიდან ვარდების მოედნამდე ცოცხალი ჯაჭვის შეკვრას გეგმავს. აქცია-პერფორმანსი რუსთაველის გამზირზე 17:00 საათზე დაიწყება.
https://mix.metronome.ge/23791-2/