Thursday, July 23, 2026
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

რატომ დააჯარიმა სემეკმა „თელასი” და „ენერგო პრო ჯორჯია”?

July 31, 2025
რატომ დააჯარიმა სემეკმა „თელასი” და „ენერგო პრო ჯორჯია”?

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) კომპანია თელასი და ენერგო პრო ჯორჯია ელექტროენერგიის ხშირი წყვეტის გამო დააჯარიმა.

„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს თელასი და სს ენერგო პრო ჯორჯია ელექტროენერგიის ხშირი წყვეტების გამო დააჯარიმა. საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, კომპანიების მიერ ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობის 2024 წლის მაჩვენებლების 2023 წელთან შედარებით გაუარესება მიჩნეულ იქნა სემეკის ნორმატიული აქტისა და სალიცენზიო პირობების დარღვევად.

სემეკი კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, ყოველწლიურად ახორციელებს ელექტროენერგიით მომარაგების წყვეტების დინამიკაზე დაკვირვებასა და მისი გამომწვევი მიზეზების ანალიზს, ხოლო გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებლად შეიმუშავებს რეკომენდაციებს. აღნიშნულის შესაბამისად, სემეკის სპეციალურმა ჯგუფმა შეისწავლა სს „თელასისა” და სს „ენერგო პრო ჯორჯიას” ელექტროენერგიით მომარაგების საიმედოობის განსაზღვრის ინდექსები, მათ შორის, ერთ მომხმარებელზე ელექტროენერგიით მომარაგების წყვეტის საშუალო ხანგრძლივობა (SAIDI წუთი/მომხმარებელი) და ერთ მომხმარებელზე ელექტროენერგიით მომარაგების წყვეტის საშუალო სიხშირე (SAIFI გამორთვა/მომხმარებელი).

კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ 2024 წლის განმავლობაში სს “თელასის” სალიცენზიო არეალში ადგილი ჰქონდა 11 740 წყვეტას. შიდა მიზეზით წყვეტის გეგმური და არაგეგმური SAIDI-ს მაჩვენებელი 2024 წლის მდგომარეობით შეადგენს 14 საათსა და 55 წუთს, რაც, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (9 სთ და 27 წთ) შედარებით, 5 საათით და 28 წუთით არის გაუარესებული. ამასთან, შიდა მიზეზით გეგმური და არაგეგმური SAIFI-ს მაჩვენებელი 2024 წლის მდგომარეობით შეადგენს 9.04-ს, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (6.06) შედარებით 2.98-ით არის გაუარესებული.

რაც შეეხება სს “ენერგო პრო ჯორჯიას”, 2024 წლის განმავლობაში კომპანიის სალიცენზიო არეალში ადგილი ჰქონდა 74 504 წყვეტას. შიდა მიზეზით წყვეტის გეგმური და არაგეგმური SAIDI-ს მაჩვენებელი 2024 წლის მდგომარეობით შეადგენს 61 საათსა და 38 წუთს, რაც, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (55 სთ და 8 წთ) შედარებით, 6 საათით და 30 წუთით არის გაუარესებული. ამასთან, შიდა მიზეზით გეგმური და არაგეგმური SAIFI-ს მაჩვენებელი 2024 წლის მდგომარეობით შეადგენს 31.06-ს, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (29.71) შედარებით 1.35-ით არის გაუარესებული“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • ვერაზე მომხდარი სროლის ფაქტზე შსს-მ ერთი პირი დააკავა
  • “დაგლეჯილი ჰქონდა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი სისხლიანი, თავში ურტყამდნენ”- ონისე ოქრიაშვილის მეუღლე
  • “17 წლის მოზარდი, რომელსაც გაბლატავებულმა ღორმა ესროლა გარდაიცვალა”- ნანუკა ჟორჟოლიანი

© 2026 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • პოლიტიკა
  • მოგზაურობა
  • კრიმინალური ამბები
  • მოგზაურობა
  • სპორტი
  • ვიდეო
  • სხვადასხვა
  • ტექნოლოგია
  • ფსიქოლოგია
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი

© 2026 Mix.Metronome.Ge