აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დიმიტრი მიედვედევზე სოციალურ ქსელში წერს: გადაეცით მედვედევს, რუსეთის წარუმატებელ ყოფილ პრეზიდენტს, რომ სიტყვებს დაუკვირდეს.
„არ მაინტერესებს, რას აკეთებს ინდოეთი რუსეთთან. შეუძლიათ თავიანთი მკვდარი ეკონომიკები ერთად ჩამოშალონ, რადგან ეს ჩემთვის აბსოლუტურად სულერთია. ინდოეთთან ძალიან მცირე ეკონომიკური ურთიერთობები გვაქვს — მათი ტარიფები ერთ-ერთი ყველაზე მაღალია მსოფლიოში. ასევე, რუსეთსა და აშშ-ს შორის თითქმის არანაირი ეკონომიკური კავშირი არ არსებობს. მოდით, ასე დავტოვოთ და გადაეცით მედვედევს, რუსეთის წარუმატებელ ყოფილ პრეზიდენტს, რომელსაც ჰგონია, რომ ჯერ კიდევ პრეზიდენტია, რომ სიტყვებს დაუკვირდეს. ის ძალიან სახიფათო გზას ადგას!“, – წერს დონალდ ტრამპი.
ამით დონალდ ტრამპი მედვედევის ნათქვამს გამოეხმაურა, სადაც მედვედევმა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტასა და ტრამპის მიერ პუტინისთვის მიცემული საბოლოო ვადის 10 დღემდე შემცირებას ომისკენ გადადგმული ნაბიჯი უწოდა.