Friday, August 1, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ განცხადებას ავრცელებს

July 30, 2025
„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ განცხადებას ავრცელებს

„თამბაქოს კონტროლის ალიანსი“ განცხადებას ავრცელებს და მოუწოდებს სხვადასხვა მედიასაშუალებას, გამოიჩინონ სიფრთხილე ისეთ მასალებზე მუშაობისას, რომელიც პირდაპირ ან ირიბად, თამბაქოს ნაწარმის ან მწარმოებლის პოპულარიზაციას ემსახურება და ამასთან, არღვევს მოქმედ კანონმდებლობას. ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„ყველა სახის მედიასაშუალების საყურადღებოდ, ნუ წამოეგებით თამბაქოს ინდუსტრიის ანკესს!

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების მონიტორინგის თანახმად, მედიასაშუალებებში თამბაქოს პროდუქტების რეკლამისა და პოპულარიზაციის ფაქტები ფიქსირდება.

კანონი ირღვევა ელექტრონული სიგარეტების, გასახურებელი ან საღეჭი/საწუწნი თამბაქოს ნაწარმის და მათი მწარმოებელი კომპანიების რეკლამირებით, ციფრული მედიის საშუალებით (მათ შორის, სოციალური ქსელებით, რაც ასევე, კანონდარღვევაა) პირდაპირი ან ირიბი პოპულარიზაციის შედეგად.

მონიტორინგის თანახმად, ფიქსირდება ფაქტები, როდესაც მედიასაშუალებები ან ცალკეული „ინფლუენსერები“ პირდაპირ ან ირიბად არღვევენ კანონის მოთხოვნებს. კერძოდ, იქმნება თემატური გვერდები და ბლოგები, რომელთა შინაარსი მიმართულია კონკრეტული ელ-სიგარეტების (ე.წ. ვეიპების), გასახურებელი ან საღეჭი/საწუწნი თამბაქოს მოწყობილობების პოპულარიზაციისკენ;

პირდაპირ ან ირიბად, პროპაგანდისტულ სტატიებში შეუფარავად ცდილობენ კონკრეტული პროდუქტები წარმოაჩინონ როგორც „ნაკლებად მავნე“, „ზიანის შემცირების შესაძლებლობა“ ან „მოწევის ალტერნატივა“.

რეკლამირების პროცესში აქტიურად ერთვებიან „ინფლუენსერები“, რაც კანონით პირდაპირ იკრძალება.

სარეკლამო სააგენტოები იყენებენ შუალედურ სქემებს: მედიაპლატფორმებს აწვდიან ე.წ. საჭირო მასალას, რომელიც გადმოცემულია ფსევდო-საინფორმაციო ფორმით, თუმცა რეალურად რეკლამის მახასიათებლებს ატარებს.

ვთხოვთ მედიასაშუალებებს, გამოიჩინოთ სიფრთხილე მსგავს მასალებზე მუშაობისას. ნებისმიერი მათგანი, რომელიც პირდაპირ ან ირიბად ემსახურება თამბაქოს ნაწარმის ან მწარმოებლის პოპულარიზაციას, არღვევს მოქმედ კანონმდებლობას და გამოიწვევს:

ორგანიზაციის დაჯარიმებას 5 000 ლარით, განმეორების შემთხვევაში კი 10 000 ლარის ოდენობით;

მედიაორგანიზაციის რეპუტაციის საფრთხეს.

ვთხოვთ, მედიას, არ წამოეგონ თამბაქოს ინდუსტრიის სტრატეგიულ ანკესს და თავი შეიკავონ კანონდარღვევისგან, განსაკუთრებით მაშინ, როცა მიზანია თამბაქოს ახალი პროდუქტების, როგორც თითქოსდა სასარგებლო პროდუქტის იმიჯის შექმნა და მისი ნორმალიზაცია მოზარდებსა და ახალგაზრდებში.

აქვე, კიდევ ერთხელ, დამატებით შეგახსენებთ, რომ აკრძალვა ვრცელდება ყველანაირ პლატფორმაზე იქნება ეს ონლაინ მედია, ბეჭდური გამოცემა თუ სოციალური ქსელი.

მიგვაჩნია, რომ საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისათვის მედიის მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია. არავის მასობრივად ინფორმირება ისე არ შეუძლია, როგორც მედიას. ამიტომაც, თქვენ შეგიძლიათ საზოგადოებას უბიძგოთ, დაარწმუნოთ გახდეს საუკეთესო. მაშინ, როდესაც სახელმწიფო პროგრამები, საკომუნიკაციო კამპანიები, ფაქტობრივად, არ არსებობს, საზოგადოების ცნობიერების სწორად წარმართვაში თქვენი როლი კიდევ უფრო მნიშვნელოვანია. ამიტომაც, გთხოვთ, ნუ გახდებით თამბაქოს ინდუსტრიის მსხვერპლი და ნებსით თუ უნებლიეთ, საზოგადოების შეცდომაში შემყვანი დეზინფორმაციის გამავრცელებელი. თამბაქოს ნებისმიერ პროდუქტს ჯანსაღი ალტერნატივა არ გააჩნია. ერთადერთი ალტერნატივა მოწევაზე სრულად უარის თქმაა“,- ნათქვამია განცხადებაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით იზღუდება – გზების დეპარტამენტი
  • რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა
  • ეჭვიანობის ნიადაგზე, კაცმა ცოლი სასიკვდილოდ დაჭრა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge