ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, Reuters-ის ცნობით, „ღაზაში დაღუპულთა რიცხვმა 60 000-ს გადააჭარბა.“
ზემოაღნიშნული უწყების მონაცემებით, 2023 წლის 7 ოქტომბრიდან დღემდე, ისრაელის სამხედრო მოქმედებების შედეგად, სულ მცირე, 60 000 პალესტინელი დაიღუპა.
სამინისტროში განაცხადეს, რომ დაღუპულებს შორის უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეა.
არსებული ცნობებით, დაშავებულთა რიცხვი 145 870-ს შეადგენს, ხოლო ათასობით ადამიანი ჯერ კიდევ დაკარგულად ითვლება.