ტელეწამყვანი ზურა ბალანჩივაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:
“ორშაბათიდან ავსტრია მაქსიმუმ 20 დღით სრულ ლოქდაუნზე გადადის, ხოლო, მომავალი წლის 1-ლი თებერვლიდან აცრა სავალდებულო ხდება. აცრილია მოსახლეობის 64%, მაგრამ, როგორც ჩანს, საკმარისი არ აღმოჩნდა.
მაგალითად, დანიაში 76%ია აცრილი და არაა შეზღუდვები, ხოლო ავსტრიაში ისევ მოიმატა მაჩვენებელმა. შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობა მოდის აუცრელებზე.
ეგეც შტერი ევროპელები, რომ მაინც ლოქდაუნი სჭირდებათ – სანამ დაასკვნის ანტივაქსერთა ბრბო, ბარემ მე დავწერ, – 30-ში ვიკეთებ ბუსტერ დოზას, რომელიც უკვე ყველასთვის ხელმისაწვდომია”, – წერს ბალანჩივაძე სოციალურ ქსელში.

საქართველოში კორონავირუსის 4 278 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათში COVID-19-სგან 63 ადამიანი გარდაიცვალა. 4 154 კი გამოჯანმრთელდა.
ბოლო 24 საათში გაკეთდა 51 298 ტესტი. დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 8,34%, ბოლო 14 დღის – 9,52%, ბოლო 7 დღის – 8,99%.
ბოლო 24 საათში 7 099 კოვიდსაწინააღმდეგო აცრა გაკეთდა.
