“ქართული ოცნების” წევრი ლევან მახაშვილი თბილისის მერობის კანდიდატურის საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, კახა კალაძეს აქვს ინტერესი, რომ იყოს მერობის კანდიდატი, მაგრამ რეალურად არის იმის შესაძლებლობაც, რომ სხვა კანდიდატურა წარადგინონ.
“ვერ გეტყვით წინასწარ კონკრეტულ თარიღს, მეც ასეთი ინფორმაცია მაქვს, რომ მიმდინარე კვირაში ვაპირებთ თბილისის მერის კანდიდატის წარდგენას… მე მგონი, სიურპრიზი არავისთვის არის, არსებულ მერს აქვს გამოხატული ინტერესი, რომ იყოს კიდევ ერთხელ მერობის კანდიდატი. ზოგადი განწყობაც გუნდში გასაგებია, მაგრამ საბოლოოდ, მაინც სასურველია, რომ დაველოდოთ ფორმალური პროცედურების დასრულებასაც იმიტომ, რომ რეალურად არის იმის შესაძლებლობაც, რომ სხვა კანდიდატურის წარდგენა მოხდეს” – აცხადებს ლევან მახაშვილი.
შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნება” თბილისის მერობის კანდიდატის წარდგენას გასულ კვირას გეგმავდა, თუმცა ვადამ გაურკვეველი მიზეზების გამო გადაიწია.