საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი, დავით ოქიტაშვილი “ფეისბუქის” პირადი გვერდის მეშვეობით მწვავე მიმართვას ავრცელებს და ამასთან, პრემიერ-მინისტრსა და მის ოჯახს მხარდაჭერას უცხადებს.
“გაეშვით ირაკლი ღარიბაშვილს და მის ოჯახს!!! თქვენ გარეწრებო!!! მის სახლთან ახლა აქციას რო მართავთ. იქ ბავშვები ცხოვრობენ, მისი შვილები თქვე გახრწნილებო, თქვე მწამებლებო!!!
როგორ ბედავთ დღევანდელი კადრების მერე, კიდევ რამეს?! თქვენი მე… თქვენს ოჯახებს მიხედეთ, საერთოდ იცით, რა არის ოჯახი?
რამდენი ოჯახი გაამწარეთ, ამოხოცეთ, გააუბედურეთ და გადააგვარეთ…
რამდენი ჩვენი სამაყო ახალგაზრდობა დახვრიტეთ და სიცოცხლე გაუმწარეთ…
ხვდებით რომ დამთავრდა კოჰაბიტაცია და თქვენთან ჟღურტული?!
ჩემი მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილსა და მის ოჯახს!!! დაიშალეთ მანამ დროა, ასე აჯობებს თქვენთვის, თქვენ მწამებლებო!” – წერს ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში.
