კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტ. საბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მან 200 000 დოლარი შესთავაზა გდდ-ის თანამშრომლებს, თუკი ისინი სისტემას ამხელენ და მოქალაქეებზე არ იძალადებენ.
„აბსურდული და ცოტა არ იყოს, საშიში განცხადებაა. ამბობენ, რომ გამარჯვების შემთხვევაში წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს გავძარცვავთო და ან ფულს გადავუხდითო, ანუ ამბობს, რომ სახელმწიფო არასდროს შედგებაო, ვიქნებით ბანდიტების ხროვა. ანუ არავითარი გეგმა არ არსებობს, პირდაპირ წინასწარ ცრუობს და იტყუება. იმას გავიმეორებთ, რაც სააკაშვილის დროს იყოო. რატომ უკვირთ, როცა „ქართული ოცნება“ ამას მათ საწინააღმდეგოდ რომ იყენებს. ხალხს უნდა ამათი დაბრუნება ამ ფორმით და ასეთი რაღაცებით? მივმართავ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტელექტუალურ ფრთას, გააჩუმონ! ნუ გვაძლევთ ჩვენ საშუალებას, რომ მუდმივად და სულ იყოთ ბრუნვაში ეს არ არის კარგი თქვენთვის, რადგან ამით ისედაც ძლიერი „ქართული ოცნება“ უფრო ძლიერდება. შიგნით გაარკვიეთ და ვინმემ გააკრიტიკეთ შიგნიდან, რადგან ეს არის ბოდვა. ამ კაცის თავში საქართველო კი არა სახელმწიფო არ არსებობს. ადამიანი პირდაპირ ამბობს – რასაც „ქართული ოცნება“ ჩვენზე ამბობს, ყველაფერი მართალია, ჩვენ ამის გამკეთებლები ვართ“,- განაცხადა ზაქარეიშვილმა.