ხობში, სოფელ ახალსოფელში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 3 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.
გავრცელებული ინფორმაციით, 2 ავტომანქანის შეჯახების შემდეგ, ერთ-ერთი ავტომობილი დედა-შვილს დაეჯახა.
ისინი კლინიკა „არქიმედეში“ გადაიყვანეს.
როგორც კლინიკაში ამბობენ, ბავშვს „სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები ჰქონდა და ის გამთენიისას გარდაიცვალა“.
შსს-მ ერთი პირი დააკავა.
გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.