Saturday, July 26, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

თვალჭრელიძის ქუჩის შენობიდან გამოსახლებულ მოქალაქეებთან დაკავშირებით, თბილისის მერია საგანგებო განცხადებას ავრცელებს

July 26, 2025
თვალჭრელიძის ქუჩის შენობიდან გამოსახლებულ მოქალაქეებთან დაკავშირებით, თბილისის მერია საგანგებო განცხადებას ავრცელებს

აფრიკის დასახლებაში, თვალჭრელიძის წუჩაზე მდებარე შენობიდან მოქალაქეების გამოსახლებასთან დაკავშირებით, თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს.

„საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, გვინდა, კიდევ ერთხელ გავაკეთოთ განმარტება თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩის N1-ში მდებარე კერძო ტერიტორიაზე შეჭრილი მოქალაქეებისთვის თბილისის მერიის მიერ შეთავაზებულ პირობებზე.

აღნიშნულ მისამართზე მყოფ პირებთან სამგორის რაიონის გამგეობამ მოლაპარაკება დაიწყო ჯერ კიდევ ორი წლის წინ. ყველას, ვინც რეგისტრირებულია თბილისში, შესთავაზეს ქირით უზრუნველყოფა. ასეთი აღმოჩნდა მხოლოდ 9 მოქალაქე. მათთან ასევე მუდმივი კომუნიკაცია ჰქონდა თბილისის მერიის მზრუნველობის სააგენტოს, რათა გაეწიათ დახმარება თბილისში რეგისტრირებული პირებისთვის და მომხდარიყო სიცოცხლისთვის საშიში ავარიული კორპუსიდან მათი გადაყვანა უსაფრთხო გარემოში, ქირის უზრუნველყოფით.

ამჟამად, სამგორის რაიონის გამგეობას მიმართა მხოლოდ სამმა მოქალაქემ, რომელთაგან ერთს დაუდგინდა უძრავი ქონება, ხოლო დანარჩენი ორი უზრუნველყოფილი იქნება ქირით. ექვსმა მოქალაქემ განაცხადა უარი და დღემდე არ თანხმდება მუნიციპალიტეტის შეთავაზებას.

უკვე რამდენიმე დღეა ვრცელდება კიდევ ერთი ცრუ ინფორმაცია, თითქოს თბილისის მერია ამ ადამიანებს ბინების დასაქირავებლად სთავაზობდა 300 ლარს, ისიც მხოლოდ სამთვიანი ვადით. ეს არის სრული ტყუილი და დეზინფორმაცია. მოქალაქეები თავად არჩევენ ბინებს, იდება ერთწლიანი ხელშეკრულება და ამ ვადის გასვლის შემდეგ, ხდება ხელშეკრულების გაგრძელება.

ამას გარდა, 2022 წლიდან, თბილისის მუნიციპალიტეტში მოქმედებს უსახლკაროთა პროგრამა, რაც გულისხმობს უსახლკაროს სტატუსის მქონე ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართების გადაცემას. თბილისში რეგისტრირებულ ოჯახებს, რომელთაც აქვთ უსახლკაროს სტატუსი, მერია ეტაპობრივად აკმაყოფილებს საცხოვრებელი ბინებით. 2025 წლის ბოლომდე ასეთი 400-მდე ოჯახი იქნება დაკმაყოფილებული საცხოვრებელი ფართით.

თბილისის მუნიციპალიტეტს ასევე გააჩნია მუნიციპალური თავშესაფარი, სადაც თბილისში რეგისტრირებულ ნებისმიერ პირს შეუძლია ცხოვრება. თავშესაფარში შექმნილია საცხოვრებლად საჭირო ყველა შესაბამისი პირობა.

და ბოლოს, გაცნობებთ, რომ თვალჭრელიძის ქუჩის N1-ში მდებარე ავარიული შენობები არ წარმოადგენს მუნიციპალიტეტის საკუთრებას. ეს არის კერძო ტერიტორია და თბილისის მერია შეჭრილი პირების გამოსახლების პროცესში არ მონაწილეობს, თუმცა, ცდილობს დაეხმაროს თბილისში რეგისტრირებულ მოქალაქეებს საცხოვრებელთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებაში, მოქმედი წესებისა და კანონის შესაბამისად.

რაც შეეხება დედაქალაქში რეგისტრაციის არმქონე მოქალაქეებს, მათ დახმარებას უწევენ შესაბამისი სახელმწიფო უწყებები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „პასუხი ბიძინას ჩინურ მარადონას…“ – რა წერილს ავრცელებს ციხიდან ზურაბ ჯაფარიძე?
  • „რუსეთის გეგმა ჩაიშალა…“ – რას ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი?
  • „ვულოცავ ჩემს თავს და საქართველოს ამ გამარჯვებას“ – მსოფლიო ჩემპიონის, სანდრო ბაზაძის მიმართვა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge