Saturday, July 26, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

„ვგიჟდები” ასეთ ხალხზე, ყველა დროს რომ მართლები არიან და ყველა დამნაშავეა, მათ გარდა“ – ვისზე საუბრობს სააკაშვილი?

July 26, 2025
მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი წერილით ეხმაურება „ლელო“ წევრის, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადებას.

„დავით უსუფაშვილს უთქვამს, სამაგიეროდ ივანიშვილის მოყვანით, წინა ხელისუფლება მოვიშორეთო. კი, “მოიშორეთ” ხელისუფლება რომელმაც ნანგრევებიდან შექმნა ქართული სახელმწიფო, დაამარცხა კორუფცია, კრიმინალი, დაუბრუნა აჭარა, ტურიზმი გაზარდა 50 ათასიდან 7 მილიონამდე, ქართული სახელმწიფოებრიობა გადაარჩინა 2008 წელს, საქართველო აქცია მსოფლიოს N1 რეფორმატორად და მთელს პლანეტას გააცნო მსოფლიოს დემოკრატიის შუქურად, შექმნა განათლების და ჯანდაცვის სრულიად ახალი სტრუქტურები, შექმნა ახალი ჯარი და პოლიციაა, ააშენა ბათუმი – აი ასეთი ხელისუფლება “მოიშორეთ” და მოიყვანეთ კლასიკური მაფიოზი, რომელმაც ჩამოგვაშორა ევროპულ გზას, დაასრულა ამერიკასთან სტრატეგიული ურთიერთობები, რომელსაც ჩემს დროს მოეწერა ხელი, გააქცია ნახევარი საქართველო და გააღატაკა ქართველები.
დაიჭირა ამდენი პოლიტიკური ლიდერი (ჩემს დროს არცერთი არ იყო დაპატიმრებული), დაანგრია ქართული ჯარი და გააბანდიტა პოლიცია და ღიად გვაბარებს რუსეთს და ახლა უსუფაშვილი ამაყობს იმით, რომ მონაწილეობა მიიღო ამათ მოყვანაში.
პირდაპირ “ვგიჟდები” ასეთ ხალხზე, ყველა დროს, რომ მართლები არიან და ყველა დამნაშავეა მათ გარდა. თან უსუფაშვილი აგრძელებს რეჟიმთან კოლაბორაციას ე.წ. ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის სახით.
ის არგუმენტი, რომ მის დროს არაფერი ცუდი არ ხდებოდა ბოლომდე სიცრუეა, უსუფაშვილის დროს გაუშვეს რუსი ჯაშუშები, ჩახალიანის ჩათვლით, როგორც პოლიტპატიმრები. დახურეს ამერიკული მასწავლებლების პროგრამა და ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი. რუსებს გადასცეს 2008 წლის ომში მონაწილე ჩვენი მებრძოლების სიები, შემოუშვეს “სპუტნიკი” და დახურეს რუსეთზე მაუწყებელი “პირველი კავკასიური არხი”, რუსებს ასევე გადასცეს ჩვენი სადაზვერვო დეპარტამენტის კონტაქტების სია რუსეთში, რამაც გამოიწვია მათი დაპატიმრება და განადგურება.
პარლამენტის თავმჯდომარე უსუფაშვილი წყნარად უყურებდა მასობრივი რეპრესიების დაწყებას და ბოლომდე დარჩებოდა თანამდებობაზე, ივანიშვილს რომ არ მოესროლა.
მე მომხრე ვარ დიდი გაერთიანების, მიუხედავად წარსული ცოდვებისა, მაგრამ გაერთიანებას შლის სწორედ ის ხალხი ვინც დღემდე ტრაბახობს სააკაშვილის მოშორებით, მიუხედავად იმისა, რომ არ შეიძლება არ იცოდეს, რომ დღე ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა მთლიანობაში პოზიტიურად აფასებს ჩემს საქმიანობას და უკიდურესად უარყოფითად დღევანდელ მაფიოზურ კლანს.
გაერთიანების მომხრე მართლაც არის ბევრი ყოფილი ქოცი, მაგალითად მურმან დუმბაძე, რომელმაც ღირსება შეინარჩუნა და აღიარა თავისი შეცდომები. მე მინდა ხალხს მოვუწოდო, რომ ყველაფერი ცუდი დავივიწყოთ იმ ყოფილი ქოცების, რომელიც აღიარებს თავის შეცდომებს და სათანადო პასუხი გავცეთ იმათ ვინც ამტკიცებს რომ 2012-შიც მართალი იყო და ახლაც, შევახსენოთ მათ ყველაფერი თუ მაინც არ შეისმენენ თქვენს ხმას, მოვახდინოთ მათი სრული პოლიტიკური მარგინალიზაცია.
მხოლოდ სრული სიმართლის პირობებში გავიმარჯვებთ და ჩვენ ვართ ცამდე მართალი!“, – აღნიშნულია წერილში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „პასუხი ბიძინას ჩინურ მარადონას…“ – რა წერილს ავრცელებს ციხიდან ზურაბ ჯაფარიძე?
  • „რუსეთის გეგმა ჩაიშალა…“ – რას ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი?
  • „ვულოცავ ჩემს თავს და საქართველოს ამ გამარჯვებას“ – მსოფლიო ჩემპიონის, სანდრო ბაზაძის მიმართვა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge