Tuesday, September 16, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

„დაკავებულია ლენტეხის კულტურის ცენტრის დირექტორი“ – საქმის დეტალები

July 26, 2025
მუხრანის მოხუცთა თავშესაფარში ხანძარი გაჩნდა- არის მსხვერპლი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ ჯოკია მეშველიანის სახელობის კულტურის ცენტრის დირექტორი ნ. ს.“

როგორც უწყება ამბობს, ბრალდებულმა ქრთამის სახით 20 ათასი ლარი მოითხოვა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ნ.ს. ლენტეხის მუნიციპალიტეტის სახელით ასრულებდა საჯარო ფუნქციებს, რომლის დაქვემდებარებაში იყო კულტურის ცენტრი და მასთან არსებული ერთ-ერთი ანსამბლი. ბრალდებულმა დიდი ოდენობით ქრთამის აღების მიზნით საკონცერტო პროგრამითა და დარბაზის 10 დღით ქირავნობით დაინტერესებულ ერთ-ერთ პირს ქრთამის სახით მოსთხოვა 20 000 ლარი. დაკავებულის მოთხოვნით 5000 ლარი ოფიციალურად უნდა ჩარიცხულიყო ა(ა)იპ -ის ანგარიშზე, ხოლო 15 000 ლარი უნდა გადაეცათ მისთვის. დანაშაულებრივი განზრახვის შენიღბვის მიზნით ნ.ს-მ დაამზადა ორი ხელშეკრულება. ერთი ფართის ქირავნობის, ხოლო მეორე ფიქტიურად კონცერტის გამართვასთან დაკავშირებით. ნ.ს. დაკავებული იქნა მოთხოვნილი თანხის, 7000 ლარის აღების ფაქტზე. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.

აქტიურად გრძელდება გამოძიება დანაშაულებრივ ქმედებაში შესაძლო ჩართული მუნიციპალიტეტის სხვა მოხელეთა მხილების მიზნით. საგამოძიებო სამსახური მოუწოდებს ყველა მოქალაქეს დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია და კანონები. წინააღმდეგ შემთხვევაში მიღებული იქნება უმკაცრესი ზომები, განსაკუთრებით სახელმწიფო ბიუჯეტის თანხების მითვისებისა და კორუფციის ფაქტებზე“,- იუწყება ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • სიახლე, რომელიც 1-ელი ოქტომბრიდან ამოქმედდება
  • ძლიერი მიწისძვრა მოხდა – სად იყო ეპიცენტრი
  • “მოულოდნელად გარდაიცვალა”- ახლახანს სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge