ადვოკატმა ჯაბა სუთიძემ თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე მაცხოვრებლების გამოსახლებისას დაკავებული მოქალაქეების შესახებ მედიასთან კომენტარი გააკეთა.
„დავრეკე იზოლატორში დილის 10 საათზე. მითხრეს, რომ არანაირი ბრძანება არ მიგვიღია გადაყვანასთან დაკავშირებითო, თუმცა არასრულ ერთ საათში, სხვა ადვოკატებისგან გავიგე, რომ უკვე გადაჰყავთ სასამართლოში და როცა დავრეკე იზოლატორში მითხრეს, რომ ადამიანი, ვისაც თქვენ კითხულობთ აღარ არის იზოლატორშიო. ველოდებით პატიმრობასაც, ველოდებით ჯარიმასაც“, – თქვა მან.
შეგახსენებთ, დაკავებულ 17 პირს შსს დაუმორჩილებლობას ედავება.