გუშინ, 18 ნოემბერს, საქართველოს პროკურატურამ პატიმრის წამების ფაქტზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების ყოფილი დირექტორი ალექსანდრე მუხაძე (მეტსახელად „ქილერა“) ბრალდებულად პასუხისგებაში მისცა.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულმა, მეგის ქარდავასთან ერთად, კონკრეტულ პატიმარზე სასურველი ჩვენების მიღების მიზნით, ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად იძალადა, რის შემდეგაც პატიმარმა თვითმკვლელობა სცადა.
ამასთან, პროკურატურის ცნობით, მეგის ქარდავას დაკავებისას, მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას არაერთი ვიდეო-ჩანაწერი ამოიღეს, რომლებიც გამოთხოვილი იქნა უკრაინის შესაბამისი კომპეტენტური ორგანოდან.
აღნიშნულს მელიქიშვილის გამზირზე ჩაცხრილული აკადემიკოსის, გურამ შარაძის შვილი, რუსუდან შარაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე შემდეგნაირად ეხმაურება:
“დავიჯერო, თავის უკრაინულ ბინაში, ამ ჯალათს მარტო ერთი პატიმრის წამების კადრები ჰქონდა საგულდაგულოდ შენახული? ასეც რომ იყოს, უცბად არ გავიგოთ ერთი ჰქონდა თუ 27 ათასი. ჩაუდეთ მაინც, თქვე ვითომ „უნიათებო“, ვინ იტყვის, მეგის ქარდავას წამების კადრები ჩაუდესო?!”, – წერს შარაძე სოციალურ ქსელში.
უწყებამ ვიდეომასალასაც გაავრცელა, სადაც ძალადობის კადრებია ასახული.
https://mix.metronome.ge/%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%ae%e1%83%94%e1%83%a8%e1%83%98/
