ტელეწამყვანი მაია ასათიანი “ინსტაგრამის” გვერდზე აქვეყნებს მისი შვილის, ნუცა მახვილაძის ფოტოს, წარწერით:
“რა ვქნათ, დედაკო ახლა მე და შენ?”

ჟურნალისტმა შვილის ფოტოები “ინსტაგრამ” – სთორიშიც გამოაქვეყნა.





ცნობისთვის, ნუცა მახვილაძე პარიზის საავადმყოფოში 2017 წლის 23 თებერვალს გარდაიცვალა. ნუცა 18 წლის იყო. გოგონა მენინგოკოკური ინფექციის შედეგად, კომატოზურ მდგომარეობაში საავადმყოფოში მოათავსეს. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ნუცა საფრანგეთში, ამერიკულ უნივერსიტეტში პიარისა და მარკეტინგის ფაკულტეტზე სწავლობდა.
