Tuesday, July 22, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“რამდენიმე დღის მანძილზე ეძებდნენ. კამერებმა დააფიქსირეს, როგორ შევიდა ზურგჩანთით ტყეში” – რა ინფორმაცია ვრცელდება ამერიკაში დაღუპულ ქართველზე

July 21, 2025
“რამდენიმე დღის მანძილზე ეძებდნენ. კამერებმა დააფიქსირეს, როგორ შევიდა ზურგჩანთით ტყეში” – რა ინფორმაცია ვრცელდება ამერიკაში დაღუპულ ქართველზე

“დღეს დაწერეს, რომ ნიუ ჯერსიში, ახალგაზრდა ქართველი მამაკაცი ტყეში ჩამომხრჩვალი ნახეს. რამდენიმე დღის მანძილზე ეძებდნენ. კამერებმა დააფიქსირეს, როგორ გაიარა პარკინგის საკმაოდ დიდი ტერიტორია ზურგჩანთით და შევიდა ტყეში…” – ამის შესახებ ჟურნალისტი დავით ნიკურაძე სოციალურ ქსელში წერს.

“დღეს დაწერეს, რომ ნიუ ჯერსიში, ახალგაზრდა ქართველი მამაკაცი ტყეში ჩამომხრჩვალი ნახეს. რამდენიმე დღის მანძილზე ეძებდნენ. კამერებმა დააფიქსირეს, როგორ გაიარა პარკინგის საკმაოდ დიდი ტერიტორია ზურგჩანთით და შევიდა ტყეში. რა უჭირდა, რამ აიძულა ამ სასოწარკვეთილ ნაბიჯზე წასვლა, არ ვიცი. ამ ტრაგედიის ისტორიას არ ვიცნობ.
ზოგადად ვიტყვი ჩემს სათქმელს. ემიგრაციაში ბევრი ადამიანი ვერ უმკლავდება სტრესს, ოჯახის წევრების, მეგობრების და ახლობლების გარეშე ყოფნას და მონატრებას. განსხვავებით ევროპისგან, სადაც ქართველ ემიგრანტებს ეს მონატრება და მარტოობა უვიზო რეჟიმმა შეუმსუბუქა და დედებს წლობით უნახავ შვილებთან ჩახუტების საშუალება მისცა, ამერიკიდან წამოსვლა ან ამერიკაში ოჯახის წევრების ჩამოყვანა რთულია. ყველამ ვერ შეძლო ალუდა ღუდუშაურივით მეუღლის ამერიკაში სამშობიაროდ ორჯერ ჩამოყვანა, შვილებისთვის ამერიკული პასპორტები რომ გაეკეთებინა. ემიგრანტების უდიდესი ნაწილი წლების განმავლობაში მარტოობაში, შვილების და მშობლების მონატრებაში ცხოვრობს.
ევროპაში კი სხვა ვითარებაა. თითქმის ყოველ თვე ნახულობენ ბიუჯეტური რეისებით ჩასული შვილები მონატრებულ მშობლებს. უვიზო რეჟიმმა მანძილიც შეამცირა, მონატრებაც და საყვარელ ადამიანებზე დარდიც.
ოცნების მომხრე ყველა ის ნაგავი, რომელიც დღეს ევროპასთან უვიზო რეჟიმის გაუქმებაზე თანახმაა და მეტიც, სავიზო რეჟიმის “სარგებელზე” ქადაგებს, პოტენციური მკვლელია. ხელს აწერს ევროპასთან ისეთი ზღუდის აშენებას, რომელიც უამრავ ოჯახს გაამწარებს და ემიგრანტებს ისევ მარტოობისთვის, დეპრესიისთვის და სასოწარკვეთისთვის გაწირავს. ყველას ცხოვრებაში დგება რთული დღეები და ბევრისთვის სასოწარკვეთის მომენტიც. ამ დროს გვერდით მყოფი ახლობელი ადამიანი, შვილთან ჩახუტება ან მშობლის მხარზე თავის მიდება უფრო დიდი შვებაა, ვიდრე ნებისმიერი ფსიქოთერაპია.
სიმშვიდე ლევანის სულს, გამძლეობა მის საყვარელ ადამიანებს და ჯანმრთელობა სამშობლოდან გადახვეწილ ყველა ემიგრანტს.” – წერს ჟურნალისტი დავით ნიკურაძე.

ცნობისთვის, ამერიკაში მცოვრებ ლევან გაბედავას ახლობლები რამდენიმე დღის განმავლობაში ეძებდნენ.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • მოსალოდნელია თუ არა საქართველოში რეკორდული სიცხეები – სინოპტიკოსის პროგნოზი
  • მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს
  • არტემ გრიბულმა და ანატოლი ჩეჩინმა პროტესტის ნიშნად მშრალი შიმშილობა დაიწყეს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge