რაც უფრო ნაკლებია ეკლესიის რეიტინგი, მით უფრო ნაკლებია რუსული გავლენა, მით უფრო მეტი ადამიანი დააღწევს თავს სიბნელეს და მანიპულირებას – ამის შესახებ პოლიტიკოსი რომან გოცირიძე წერს.
“საქართველოს ეკლესიას დღეს სრულიად ან ნაწილობრივ ენდობა გამოკითხულთა 64 პროცენტი( 2023 წლის მდგომარეობით). ათი წლის წინათ, 2013 წელს ეს მაჩვენებელი 90 პროცენტი იყო.
ეს რიცხვები ჯერაც ძალიან მაღალია, მაგრამ მისი დინამიკა სწორად ვითარდება. რაც უფრო ნაკლებია ეკლესიის რეიტინგი, მით უფრო ნაკლებია რუსული გავლენა, მით უფრო მეტი ადამიანი დააღწევს თავს სიბნელეს და მანიპულირებას.
სომხეთში რუსული აგენტურის ბუდის, ეკლესიის გავლენა მკვეთრად დაეცა. სრულიად ან ნაწილობრივ ენდობა გამოკითხულთა 60 პროცენტი 2021 წლის მდგომარეობით. დღეისათვის კიდევ უფრო მეტად იქნება დაცემული მისი რეიტინგი, რაც პაშინიანის დამსახურებაა.
როგორც ერთ, ასევე მეორე ქვეყანაში აღნიშნული რეიტინგი მნიშვნელოვნად აღემატება სხვა ქრისტიანული ეკლესიების ნდობის რეიტინგს. მსგავსი მაღალი რეიტინგი ძირითადად მართლმადიდებელ ეკლესიებს აქვთ( რუსეთი, სერბეთი, რუმინეთი, ეთიოპია).
საქართველოს პოლიტიკური ოპოზიცია ჯერაც ვერ გამოსულა ფარისევლური( ვითომ პრაგმატული) და ღვთისმოშიში( “მამაო” დამწყევლის) მდგომარეობიდან.
საქართველოს ეკლესიაში ცოტაა პროგრესული და ანტირუსულად განწყობილი სასულიერო პირები. მათი უფრო მეტად გამოჩენა და მხარდაჭერაა საჭირო, როგორც მორალურად, ასევე ფინანსურად. ჩვენს ელიტურ ბიზნესს ვისთან მიაქვს ფული, კი ვიცით კარგად. მხოლოდ მღვდლების აგარაკების ჩამოთვლაც საკმარისია, რომ მივხვდეთ.
“ქართველი კაცი არ გათხოვდებაო” რომ ბოდავენ “ოცნების” რუსული რეჟიმის წარმომადგენლები, ამაში ეკლესიასაც ლომის წილი მიუძღვის. ქართველი პაშინიანი მოუხდებოდა მაგათ”