მიმდინარე აქციებისას დაპატიმრებულმა ექიმმა, გიორგი ახობაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა წერილი, რომელშიც საკანში არსებული სიცხის შესახებ წერდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, „პუბლიკამ“ მიმართა იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურს, რომლის პასუხიც შემდეგია:
„გაგრილების სისტემა არის ყველა საკანში. დამატებით, მაღაზიაში იყიდება გამაგრილებელი, რომელიც მსჯავრდებულს არ მოეწონა. ამ კონკრეტულს [გიორგი ახობაძეს] თუ სხვას, არ ვიცი, მაგრამ უკმაყოფილება იყო, რომ პატარა არის ეს დამატებითიცო. მაღაზიაში, რომელიც პენიტენციურ სამსახურს არ ეხება და რას შეიტანს გასაყიდად, პენიტენციური ვერ მოსთხოვს, შეიტანენ უფრო დიდი ზომის გამაგრილებლებსაც, უბრალოდ მაღაზიასთან არის გასარკვევი, რამდენ ხანში შეიტანენ.
ორი გამაგრილებელი სისტემაა. ცენტრალური გამაგრილებელი სისტემა თუ არ მოსწონთ, რომელიც აბსოლუტურად გამართულად მუშაობს, დამატებით აქვთ საშუალება, რომ მაღაზიაში შეიძინონ კონდინციონერი, რომელიც მარაგშიც არის და არანაირ დეფიციტში არ არის. მაგრამ პატარა ზომისო არისო. მაღაზიას, როგორც ვხვდები, ამაზე უკვე მიმართეს, იმიტომ, რომ ინფორმირებულები არიან. ეტყობა, ამას რაღაც პერიოდი ამას დასჭირდება და დიდი ზომისებსაც შეიტანენ.
გაგრილების სისტემა პენიტენციურ დაწესებულებებში შეუფერხებლად მუშაობს.“