აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აქვეყნებს შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, აშშ-მა ბრაზილიის ყოფილი პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუს საქმის მოსამართლეს სავიზო შეზღუდვები დაუწესა.
„პრეზიდენტმა ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია პასუხისმგებლობას დააკისრებს იმ უცხოელ მოქალაქეებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან შეერთებულ შტატებში დაცული გამოხატვის თავისუფლების ცენზურაზე. ბრაზილიის უზენაესი ფედერალური სასამართლოს მოსამართლის, ალექსანდრე დე მორაეშის მხირიდან ჟაირ ბოლსონაროს წინააღმდეგ პოლიტიკურმა „კუდიანებზე ნადირობამ“ შექმნა იმდენად მასშტაბური დევნისა და ცენზურის კომპლექსი, რომ ის არა მხოლოდ არღვევს ბრაზილიელების ძირითად უფლებებს, არამედ ვრცელდება ბრაზილიის სანაპიროებს მიღმა და ამერიკელებსაც ესხმის თავს. ამიტომ მე გავეცი ბრძანება მორაეშისა და მისი მოკავშირეებისთვის სასამართლოში, ასევე მათი ოჯახების წევრებისთვის ვიზების გაუქმების შესახებ, რაც დაუყოვნებლივ ამოქმედდება“, – აღნიშნულია რუბიოს განცხადებაში.