გუშინ, ბათუმში, შეიარაღებული თავდასხმის შედეგად, ბიზნესმენი ჰაქი თექინი მოკლეს.
აღნიშნულს თურქულ მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
თურქული მედია გუშინდელი მკვლელობის დეტალებზე წერს.
როგორ გარდაიცვალა ჰაქი თექინი?
ის 2025 წლის 18 ივლისს, ბათუმში, შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა. თვითმხილველთა ჩვენებების მიხედვით, ბათუმის ცენტრში, რესტორნის წინ მჯდომ თექინს მოტოციკლიანმა პირმა 5-ჯერ ესროლა. ტყვიებიდან 4 ჰაქი თექინს მოხვდა. თექინი ადგილზე გარდაიცვალა. თავდასხმის მომენტები უსაფრთხოების კამერებმაც დააფიქსირეს.
ვინ განახორციელა თავდასხმა?
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში მომხდარ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით თურქეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე: 2003 წელს დაბადებული ა.ე. და 1998 წელს დაბადებული მ.ჯ. დააკავეს.
რა იყო თავდასხმის მიზეზი?
თავდასხმის ზუსტი მიზეზი ჯერ დაზუსტებული არ არის. თუმცა, პირველადი ცნობებით, ინციდენტი შესაძლოა ნარკოტიკებით ვაჭრობაზე დაფუძნებული ანგარიშსწორება იყოს. ეს ცნობები ოფიციალური ორგანოების მიერ არ არის დადასტურებული.
კითხვა განაგრძეთ ბმულზე