უკრაინული მედია ოდესის მერზე, გენადი ტრუხანოვზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, რუსებმა ოდესას დრონებით შეუტიეს.
დილის მონაცემებით, დაღუპულია ერთი ქალი და დაშავებულია სამი სამოქალაქო პირი.
ხანძრის შედეგად, დამწვარია 9-სართულიანი შენობის სამი სართული.
ცეცხლმოკიდებული ბინებიდან 5 ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.