აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში თქვა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ტრამპის ადმინისტრაციას არასაჯარო წერილი გაუგზავნა, რომელიც იყო „მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად მიიღეს ვაშინგტონში“.
დღეს გამართული ბრიფინგის შემდეგ, „ტვ პირველმა“ ირაკლი კობახიძეს ჰკითხა – „თუ ელჩი დანიგანის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია, მაშინ რატომ არ ასაჯაროებს „ოცნება“ წერილის შინაარსს?“
„თქვენი გადასაწყვეტი არაა, რა გასაჯაროვდება და რა არა. თქვენ რა გინდათ ეგ ერთია, რა გვინდა ჩვენ და საზოგადოებას, ეს მეორე. საჯარო წერილი რომ ყოფილიყო გავასაჯაროვებდით“, – უპასუხა კობახიძემ ჟურნალისტს.