“აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” პრეზიდენტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე, სამედიცინო პირბადაზე ჩატარებული კვლევის შესახებ “ფეისბუქის” პირად გვერდზე ინფორმაციას ავრცელებს.
“სამედიცინო პირბადე მუშაობს კოვიდთან ბრძოლაში საკმაოდ კარგად და ეს არის ფაქტი! ამერიკელმს კვლევარებმა ჩაატარეს საკმაოდ მასშტაბური კვლევა ბანგლადეშის 600 სოფელში და 350,000 ადამიანი გამოიკვლიეს, რამაც აჩვენა, რომ სამედიცინო პირბადე არის ის, რასაც ფხაკაძე თქვენ გეუნებით 2020 წლის ნოემბრიდან!
გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე და არა აქვს ამას მნიშვნელობა მოგწონს თუ არა კოვიდ ვაქცინაცია, იკეთებ, თუ არ იკეთებ კოვიდ ვაქცინას, სამედიცინო პირბადე უნდა იყოს ყველასთვის, ყველგან და ყოველთვის.
დიახ, სამედიცინო პირბადე გიცავს”, – წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში.