თამარ ცერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ბაია პატარაიას პასუხობს, რომელმაც
“ეს უბედური აპირებს, სასამართლოში “დაამტკიცოს”, რომ დაქალებთან ერთად სახელმწიფო ვერტმფრენით დავფრინავდი და გიორგი რამიშვილზე ვძალადობდი მეგობრებო, ეს თვისებრივად რუსი დეზინფორმატორი, რომელიც იმასაც ვერ აღიარებს რომ ცილისწამება და დეზინფორმაცია საზიანოა, უნდა ჩაირეცხოს საჯარო ცხოვრებიდან”- წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
ბაია პატარაიამ სოცოალურ ქსელში გამოაქვეყნა პოსტი თამარ ჩერგოლეიშვილთან არსებულ დავაზე და განაცხადა, რომ ახლა ამ კონფლიქტის დრო არაა და მას მორიგება შესთავაზა.
რამდენიმე თვის წინ უფლებადამცველმა ბაია პატარაიამ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ “ტაბულას” დამფუძნებელი და პოლიტიკოსი თამარ ჩერგოლეიშვილი სააკაშვილის კორუფციული ელიტის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო სახე იყო. მისი თქმით, ჩერგოლეიშვილი დავით კეზერაშვილის და თავდაცვის სამინისტროს ვერტალიოტებით დააფრენდა საკუთარ დაქალებს და სტუმრებს. მაშინ ამ ბრალდებებზე ჩერგოლეიშვილმა უპასუხა და თქვა, რომ ეს ცილისწამებაა და ამის გამო უფლებადამცველს პასუხს სასამართლოში მოსთხოვდა.