Tuesday, December 30, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home სოც.ქსელები

ამ გადასარევი ბავშვების ტრავმირება დანაშაულია – ნათია ფანჯიკიძე

November 16, 2021
“თბილისელებო რაჭაში, კერძოდ ამბროლაურში, და რაჭველებო-ც, ვისაც სიცოცხლე კიდევ გინდათ” – ნათია ფანჯიკიძის მიმართვა

ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე საქართველოს ექს-პრეზიდენტის შვილებზე წერს და აღნიშნავს, რომ ბავშვების ტრავმირება დანაშაულია.

“ამ გადასარევი ბავშვების ტრავმირება დანაშაულია. არცერთი, არც წინა და არც ახლანდელი და სავარაუდოდ არც მომავალი მთავრობა არ გვახატია გულზე და ყველა უფლება გვაქვს ამის. ერთადერთი ინსტინქტი, რაც უღალატოა, შვილების თაობის ფსიქიკის გადარჩენაა ჩვენი ყველას უგუნურებისგან. და რუსეთი რომ ყველგან თავის საცეცებს შლის, არც ამის დროა, მთელი ერი ფისქირებული ვიყოთ ერთ ემოციაზე. ძალიან რეალური გარე საფრთხეების წინაშე ვართ. არასდროს მიმიქცევია განსაკუთრებული ყურადღება ნიკა მელიასთვის, მაგრამ ბოლო დროს გამოავლინა თვისებები, რაც ნდობას იწვევს. როცა ამბობს, რომ შეწყვეტს აქციებს, თუ საავადმყოფოში გადაიყვანენ სააკაშვილს, მჯერა, რომ შეწყვეტს. ვენდოთ ერთმანეთს. არ გვაქვს სხვა გზა”, – წერს ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში

პატიმრობაში მყოფი საქართველოს ექს-პრეზიდენტის, ვაჟმა,  ედუარდ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა თავისი, მისი ძმისა და დედის სახელით  ხელისუფლებას მოუწოდა გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში.

ედუარდ სააკაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ესმის ამჟამინდელი ხელისუფლების მომხრეების პრეტენზიები ექს-პრეზიდენტის მიმართ, სჯეროდა, რომ მას ღირსეულად მოეპყრობოდნენ და მიიჩნევს, რომ ის, რაც ახლა ხდება, გასცდა პოლიტიკურ მართლმსაჯულებასაც და გადაიქცა ძალიან საშიშ და მახინჯ ანგარიშსწორებად.

„მე პოლიტიკისგან ყოველთვის შორს ვიყავი და ახლაც მოგმართავთ, როგორც შვილი, შვილი, რომელიც ხედავს, რომ მამამისს ემუქრება საფრთხე.

როდესაც მამაჩემი დააკავეს, მე გულწრფელად ვფიქრობდი, რომ მას შეუქმნიდნენ სათანადო პირობებს. მოექცეოდნენ ღირსეულად და რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქრებოდა. მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა და ვნახეთ ის, რაც ვნახეთ.

მე პირადად დავრჩი გაოგნებული, ჯერ კლინიკაში არგადაყვანით, შემდეგ უკვე ღირსების შელახვით და იმ საზარელი კადრებით, რომელიც ალბათ, წარუშლელად ჩაიბეჭდა ჩემს მეხსიერებაში.

მინდა მივმართო ხელისუფლების მომხრეებს, მე ვიცი, რომ ბევრი თქვენგანი თავს ჰუმანისტად მიიჩნევს და ისიც მესმის, რომ გაქვთ სერიოზული პრეტენზიები მამაჩემის მიმარ. გულწრფელად მინდა, რომ მოვიდეს დრო, როდესაც საზოგადოება ერთად, ობიექტურად, დაბალანსებულად შეაფასებს წარსულს. მაგრამ, ის რაც ახლა ხდება, გასცდა პოლიტიკურ მართლმსაჯულებას და გადაიქცა ძალიან საშიშ და მახინჯ ანგარიშსწორებად. სახეზეა, საუკეთესო შემთხვევაში, გულგრილობა, ყველაზე უარეს შემთხვევაში კი განზრახ მკვლელობა.

ხელისუფლებას შეუძლია, რამდენიმე მარტივი ნაბიჯით, გადაჭრას არსებული პრობლემა და მოხსნას ის საფრთხეები, რომელიც მამაჩემის ჯანმრთელობას ემუქრება. იმედს ვიტოვებ, რომ მისი სიკვდილი არავის უნდა ან აწყობს, ამიტომ ჩემი სახელით, ჩემი ძმის სახელით და დედაჩვენის სახელით გთხოვთ გადაიყვანეთ მიხეილ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში“,- ამბობს ედუარდ სააკაშვილი ვიდეო მიმართვაში.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • “2025 წელს დავინახეთ რომ ოცნებაში არიან არა მხოლოდ კორუფციონერები არამედ მკვლელებიც” – ირაკლი კუპრაძე
  • “ნუ დაელოდებით მაღალი სიცხის 3-4 დღიან პერიოდს, თავიდანვე მიმართეთ ექიმს” – ივანე ჩხაიძე
  • ოთარ ფარცხალაძე ბრალდებას არ აღიარებს – სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy
  • დოლარის კურსი შეიცვალა – რა ფასად შეიძენთ უცხოურ ვალუტას დღეს?

© 2023 Mix.Metronome.Ge