“აკრედიტაცია საზღვრების გარეშე” პრეზიდენტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს:
“კოვიდ პსრ ტესტებზე საქართველოში და მსოფლიოში ისეთი ამბავია…
კოვიდ პსრ ტესტი არ არის 100%-იანი სიზუსტის პასუხის მომცემი, სამწუხაროდ. რატომ? იმიტომ, რომ პსრ ტესტის პასუხი დამოკიდებულია:
როგორ აიღეს ტესტი;
როდის აიღეს ტესტი;
როგორ მიიტანეს ლაბოლატორიამდე მასალა;
როგორი ლაბოლატორიაა (ხარისხი, ტრენინგი და ასე შემდეგ)…
მარკირება თუ იყო სწორი მთელი პროცესის მანძილზე?;
სწორი პასუხი თუ გაუგზავნეს სწორ პირს;
ეს ისე, მოკლე ჩამონათვალია. ამ 6 პუნქტზე -“როდის” ჩატარდა ტესტი, საკმაოდ საინტერესო კვლევა ჩატარდა დიდ ბრიტანეთში (კვლევის წყარო რა თქმა უნდა, მითითებულია).
ამ კვლევის მიხედვით, ყველაზე მაღალი სიზუსტის სწორი პასუხი არის ინფიცირებიდან მე-4 დღეს და ეს არის დაახლოებით 77% (54-88%). თუ პაციენტმა აიღო პსრ ტესტი ინფიცირებიდან 10 დღეში, სწორი პასუხი იყო მხოლოდ 50% (38-65%).
კიდევ ერთხელ შეხსენება – კოვიდის პსრ ტესტი არ არის 100% სიზუსტის პასუხის მომცემი. გააჩნია, როდის გააკეთეთ ტესტი. მისი პასუხის სიზუსტე მერყეობს 38-88%მდე!
საქართველოში 1 დეკემბრიდან კოვიდ საშვის “მწვანე” სტატუსი უნდა მიენიჭოს მხოლოდ “ფაიზერით” 2-ჯერ ვაქცინირებულებს!
ვისაც გაქვთ რამე სხვა არგუმენტი, ჯერ გირჩევთ, წაიკითხოთ წყარო, მერე გადახედოთ ბმულში მოცემულ სურათებს, მერე მაჩვენეთ თქვენი დიპლომი და ასევე თქვენი ნაშრომების ჩამონათვალი და, ხო, ასევე მოაყოლეთ თქვენი სამუშაო გამოცდილება და ამ კრიტერიუმებს თუ დააკმაყოფილებთ, მერე წერეთ “ჩემი აზრით”. დავიღალე ამდენი უაზრო კომენტარებისგან… მეგობრები გამიგებენ, ჟელატინს მაინც არაფერი ეშველება…”, – წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში.
https://bmcmedicine.biomedcentral.com/…/s12916-021-01982-x
https://mix.metronome.ge/23523-2/