მამუკა მდინარაძე ლევან ხაბეიშვილის განცხადებას ეხმაურება, სადაც ხაბეიშვილმა თქვა, რომ მდინარაძე საეჭვოდ გაქრა.
მისივე თქმით, თორნიკე რიჟვაძე, ფაქტობრივად, მოკლეს, თუმცა მდინარაძეს ერთი კომენტარიც არ გაუკეთებია.
ამის საპასუხოდ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა:
“ერთი კვირა მამუკა მდინარაძე არ გამოჩნდა და ამაზე დააპირეთ რაღაცა ბინძური პიარის აგება. პასუხს ვერ მცემთ, სად მეძებეთ და ვერ მიპოვეთ, იმიტომ, რომ ეს იყო ტყუილი და სპეკულაცია. ან პარლამენტში ვარ, ან პარტიაში, ან ღამე სახლში, მაქსიმუმ 6-7 საათის განმავლობაში. სად მეძებეთ და ვერ მიპოვეთ, ვერ მეუბნებით…რაც შეეხება თორნიკე რიჟვაძეს – ის არის ადამიანი, რომელმაც ჩვენს გუნდში ძალიან ბევრი რამ გააკეთა. აჭარისთვის მართლა ძალიან ბევრი რამ გააკეთა. მისთვის კორუფცია არავის დაუბრალებია. მისთვის, მით უმეტეს, რაც წერილში დაწერა, ნარკომოვაჭრეების მფარველობა, არავის დაუბრალებია. ასეთი რამ, რაც მინახავს, წამოსული არის მხოლოდ „ნაცმედიის“ და „ნაცჟურნალისტების“ მხრიდან“. – თქვა მამუკა მდინარაძემ.