სავარაუდოდ, ბიუჯეტის შევსების მიზნით ნაბრძანებია ყველა დავის სასწრაფოდ დამთავრება მთავრობის სასარგებლოდ, – ამის შესახებ პოლიტიკოსი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.
“მოულოდნელად, სასამართლოებში სასწრაფოდ დაიწყეს ასეულობით, ათასობით თუ არა, საგადასახადო დავების განხილვა, რომლებიც თაროებზე იყო შემოდებული. ზოგიერთ ადვოკატს ამ კვირაში ორმოცდაათი საქმეც კი დაუგროვდა განსახილველი. მოსამართლეებს კონვეირული წესით ამუშავებენ და შვებულებაში არ უშვებენ. სავარაუდოდ, ბიუჯეტის შევსების მიზნით ნაბრძანებია ყველა დავის სასწრაფოდ დამთავრება მთავრობის სასარგებლოდ.
თუ ეს ვარაუდი დადასტ ურდა, შემდეგი ნაბიჯი ბიზნესიდან ფულის იძულებით ამოქაჩვა იქნება.
ამ კვირის განმავლობაში ყველაფერს ნათელი მოეფინება.
საერთაშორისო იზოლაცია შეიძლება დამანგრეველი აღმოჩნდეს ბიზნესისასთვის.” – წერს რომან გოცირიძე.