დღეს „კოალიცია ცვლილებისთვის“ დაპატიმრებულ ლიდერს, ზურაბ გირჩი ჯაფარიძესა და დიპლომატ გია ჯაფარიძეს დედა გარდაეცვალათ.
პოლიტიკოსის ოფიციალურ facebook-გვერდზე ცოტა ხნის წინ პოსტი გავრცელდა.
„ზურამ ადვოკატისგან გაიგო დედამისის ამბავი პირადად.
შევძელით, რომ ტელევიზიიდან არ მიეღო ეს ინფორმაცია, დიდი მადლობა ამისთვის ყველას🙏🏼
ასევე ყველა საჭირო პროცედურას გავდივართ, რომ შეძლოს დედამისთან გამომშვიდობება და ბოლო გზაზე გაცილება“, – აღნიშნულია პოსტში.