შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოში უკანონოდ მყოფი უცხო ქვეყნის 6 მოქალაქე დააკავეს.
როგორც უწყება აცხადებს, ისინი თურქეთის, ირანის, ერაყის, ნეპალისა და ეგვიპტის მოქალაქეები არიან.
„დადგინდა, რომ დაკავებული პირები „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებით, ქვეყანაში იმყოფებოდნენ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე. ისინი ბოროტად სარგებლობდნენ თავშესაფრის პროცედურით გათვალისწინებული ვადებით და ქვეყანაში წლების განმავლობაში იმყოფებოდნენ სამართლებრივი საფუძვლის გარეშე.
დაკავებულებმა არ ისარგებლეს გაძევების გადაწყვეტილებით განსაზღვრული ვადებით, რაც ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვებას გულისხმობს, რის შედეგადაც მიგრაციის დეპარტამენტმა მიიღო გადაწყვეტილება ამ პირების დაკავების თაობაზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.