გუშინ ღამით რიკოთზე ავარია მოხდა – მსუბუქ ავტომობილს სატვირთო დაეჯახა.
არსებული ინფორმაციით, დაიღუპა ერთი არასრულწლოვანი.
მანქანაში მყოფი ოჯახის სხვა წევრები – მამა, დედა და 2 ბავშვი – სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ავტომანქანით კლინიკაში გადაიყვანეს.
აღნიშნული ფაქტის შესახებ ერთ-ერთმა თვითმხილველმა ისაუბრა.
„ავტოავარიის ადგილიდან 16 წუთის სავალზე ვიდექით. უზარმაზარი საცობი იყო. როგორც გაირკვა, ბენზინის მანქანას საბურავი გაუსკდა, მეორე მხარეს გადავიდა და “პრადოს” მარკის ავტომანქანას შეეჯახა. მსუბუქი ავტომანქანით ოჯახი მგზავრობდა ოჯახი – მშობლები და 3 შვილი. როგორც პოლიციელმა თქვა, დაღუპულია ერთი – 7 წლის მოზარდი, დანარჩენები კლინიკაში გადაიყვანეს. ბავშვს სახე აღარ ჰქონდა, მიჭყლიტა მანქანამ, ამის მნახველები ძალიან დავისტრესეთ, საშინელება იყო“, – ამბობს ის.
გავრცელებული ინფორმაციით, სატვირთოს მძღოლი დაკავებულია.