Saturday, July 12, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home პოლიტიკა

„მნიშვნელოვანია, ევროკავშირი გამოფხიზლდეს!“ – რას აცხადებს შალვა პაპუაშვილი?

July 12, 2025
„მნიშვნელოვანია, ევროკავშირი გამოფხიზლდეს!“ - რას აცხადებს შალვა პაპუაშვილი?

შალვა პაპუაშვილი 17 ქვეყნის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას ეხმაურება.

„ჩვიდმეტ ქვეყანას ვეტყვი ერთ რამეს, თავის ქვეყნებში ჩაიხედონ და მათ პოლიციელს რომ წიხლით შედგეს, მათ პარლამენტს რომ წვავდეს ვინმე, მოითმენენ ამ ყველაფერს და არ ექნებათ რეაგირება?! მნიშვნელოვანია, ამ ქვეყნებმა შეწყვიტონ უსამართლო თავდასხმა საქართველოზე“, – თქვა მან.

„არ ვიცი, პოლიციელზე წიხლით შედგომა, ასაფეთქებელი პიროტექნიკის დამიზნებით სროლა, პარლამენტის დაწვა თუ არის მშვიდობიანი ქმედება. ამ 17 ქვეყანას ვეტყვი ერთ რამეს, თავის ქვეყანაში ჩაიხედონ და მათ პოლიციელს რომ წიხლით შედგეს ვინმე, მათ პარლამენტს რომ წვავდეს ვინმე, მათ რომ უშენდნენ პიროტექნიკას, მოითმენენ ამ ყველაფერს და არ ექნებათ რეაგირება?! სამწუხარო იცით რა არის, ეს ორმაგი სტანდარტიც არ არის. ეს არის უბრალოდ უსტანდარტობა იმ ქვეყნის მიმართ, რომელსაც, როგორც ჩანს, ვიღაც თავის ტოლად და დარად არ თვლის, დაბალ ღობედ გვთვლის. ჩვენ პოლიციელებს წიხლები უნდა ურტყან, ქვები, „მოლოტოვის კოქტეილები“ ესროლონ და ეს არის მათი გადმოსახედიდან ნორმალური. ეს არის ზუსტად ის, რაც, საბოლოო ჯამში, იწვევს ჩვენი მოსახლეობის იმედგაცრუებას. ამას აჩვენებს გამოკითხვები, როდესაც ნდობა ევროკავშირის მიმართ ეცემა, რადგან უყურებენ, რომ ზემოდან დაგვყურებენ, როგორც თითქოს მეორეხარისხოვან ქვეყანას და ჩვენთან ყველაფერი უნდა იყოს შესაძლებელი, თუკი მათი დაფინანსებული ხალხის მხრიდან ხდება. ამიტომ, მნიშვნელოვანია ეს და ეს არის მთავარი განწყობა ქართველ ხალხში. მნიშვნელოვანია, ამ ქვეყნებმა შეწყვიტონ უსამართლო თავდასხმა საქართველოს სახელმწიფოზე და აგრესიული რიტორიკა საქართველოს წინააღმდეგ. სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან დაავადდა ამ სენით ბრიუსელი და ზოგიერთი დედაქალაქის გარემოცვა, რომ ამ აგრესიული რიტორიკით, მუქარის ტონით ესაუბრებიან დამოუკიდებელ სახელმწიფოს.

მნიშვნელოვანია, ევროკავშირი გამოფხიზლდეს და დროზე დაბრუნდეს ევროპული ღირებულებების გზაზე. ის გზა, რომელზეც დღეს ბრიუსელის ბიუროკრატია დგას, არის გზა საბჭოთა კავშირისკენ. მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა შეაჩეროს საბჭოთა კავშირისკენ მიმავალი გზა და დაუბრუნდეს ძირეულ ღირებულებებს, როგორებიცაა ადამიანის უფლებების პატივისცემა, კანონის უზენაესობა. ის ხალხი, სახელმწიფოები, ხელისუფლებები, რომლებიც ამბობენ, რომ პოლიციელზე წიხლით შედგომა, პოლიციელისთვის ქვის და „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლა არის მშვიდობა, არ აცნობიერებს, რას ნიშნავს ადამიანის უფლებების პატივისცემა და სამართლის უზენაესობა. ამიტომ ეს არის მთავარი – დასრულდეს ფარისევლობა და საბჭოთა კავშირისკენ მიმავალი გზიდან დროზე მობრუნდნენ, დაუბრუნდნენ ევროპულ ღირებულებებს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოსთან დაკავშირებით, 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა და ევროპის კავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

განცხადების ავტორები მოუწოდებენ „ქართუო ოცნებას“, „დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უსამართლოდ დაკავებული პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და აქტივისტები, გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა და ჩაერთოს ეროვნულ დიალოგში ყველა შესაბამის მხარესთან“.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • „1 აგვისტოდან ამოქმედდება“ – დონალდ ტრამპის კიდევ ერთი ხმაურიანი გადაწყვეტილება
  • „დაჭრილი კომაშია; ამის ჩამდენი 20 წლის ბიჭი თანასოფლელია…“ – მარნეულში მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების დეტალები
  • მიხეილ სააკაშვილი განცხადებას ავრცელებს

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge