ღაზაში სამხედრო მოქმედებები გრძელდება. „ცაჰალი“ ოპერაციას განაგრძობს.
არსებული ცნობებით, ისრაელის იერიშებს, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 82 ადამიანი ემსხვერპლა.
ისრაელის პრემიერმა, ბენიამინ ნეთანიუჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი მზადაა, ომი დაასრულოს, თუ ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასი“ ისრაელის პირობებს დათანხმდება.