„ფედრეალისტების“ ლიდერი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში „ლელოს“ ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის შესახებ პოსტს აქვეყნებს.
„სათნო ვირეშმაკა – ბადრი ჯაფარიძის დეფინიცია. ეპითეტი იქით იყოს და…. მე მინდა, ბადრი ჯაფარიძემ იმ სიმართლით იაროს, რომ თვითმმართველობის არჩევნებად წოდებულ ფარსში მონაწილეობა სალომე ზურაბიშვილზე „დათანხმებაა“. აი, ამ კონკრეტულმა სიმართლემ გაუნათოს გზა და გვეყოფა, კოლაბორანტების ჩასარეცხად“, – წერს ჩერგოლეიშვილი.
შეგახსენებთ, 2 დღის წინ, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ 4 ოქტომბრის არჩევნები არ იქნება არჩევნები.
აღნიშნულს გუშინ ბადრი ჯაფარიძე ციხიდან გავრცელებული წერილით გამოეხმაურა, სადაც წერდა, რომ ზურაბიშვილი მართალია – 4 ოქტომბერს იქნება არა არჩევნები, არამედ ბრძოლის ველი.