საქართველოს ყოფილი პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა “ფეისბუქის” პირად გვერდზე პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ კადრების გავრცელებას ეხმაურება.
“სრულიად გაუგებარია, ნუთუ, მიშა ისეთი მიუღებელია, რომ პუტინი გირჩევნიათ!?”, – წერს ჩიჩუა სოციალურ ქსელში.
ამასთან, საქართველოს მე-4 პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიმართავს რუსეთის იმ მოქალაქეებს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილზე გავრცელებულ კადრებზე იცინიან და აღნიშნავს, რომ ეს ქართველებმა გააკეთეს, თუმცა, მათ რუსეთი უხდის.
“იმ რუსებს, რომლებიც მესამე პრეზიდენტის შეურაცხყოფის კადრებზე იცინიან: დიახ, ეს ქართველებმა გააკეთეს, მაგრამ ამ ქართველებს თქვენ უხდით! დანარჩენ საქართველოს კი ეზიზღება ის ოპრიჩნინი, რომელიც ჩვენი ამაყი და თავისუფლების მოყვარე ხალხისთვის უცხოა”, – წერს მარგველაშვილი “ტვიტერზე.”
