Tuesday, September 23, 2025
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
უახლესი ambebi
  • მთავარი
  • სოც.ქსელები
  • დიეტა
  • შოუბიზნესი
  • ჰოროსკოპი
  • კულინარია
  • მეცნიერება
  • ტექნოლოგია
  • ყველა
    • გამოკითხვა
    • საინტერესო
    • პრესის ფურცლებიდან
    • ექსკლუზივი
    • ინტერვიუ
    • მოგზაურობა
    • ემიგრაცია
    • ფსიქოლოგია
    • კრიმინალური ამბები
    • 90-იანები
    • ლიტერატურა
    • კინო სამყარო
    • გიფები
    • მუსიკა
    • სპორტი
    • მოდა
    • ავტო/მოტო
No Result
View All Result
Morning News
No Result
View All Result
Home საზოგადოება

“რიჟვაძის მამა ლევად ჰყავდათ დატუსაღებული და აკაჩავებდნენ“- რას ჰყვება გივი თარგამაძე ციხიდან

July 10, 2025
“რიჟვაძის მამა ლევად ჰყავდათ დატუსაღებული და აკაჩავებდნენ“- რას ჰყვება გივი თარგამაძე ციხიდან

პარლამენტის ყოფილი წევრი, გივი თარგამაძე, რომელიც წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ორი კვირის წინ დააპატიმრეს, ციხიდან წერილს აქვეყნებს და თორნიკე რიჟვაძის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს.

როგორც თარაგამაძე წერს, “სანამ დააპატიმრებებდნენ, კიდევ ორი კვირით ადრე, ანუ თითქმის ერთი თვის წინ იცოდა, რომ რიჟვაძის თავს წისქვილის ქვა ტრიალებდა.“

მისივე თქმით, “მთელი ეს პერიოდი და სავარაუდოდ, საგრძნობლად მეტიც, რიჟვაძის მამა არაოფიციალურად ჰყავდათ დაპატიმრებული“.

“სანამ თითქმის ორი კვირის წინ მეთორმეტეში შემოვსახლდებოდი, კიდევ ორი კვირით ადრე, ანუ აქედან თითქმის ერთი თვის წინ ვიცოდი, რომ რიჟვაძის თავს წისქვილის ქვა ტრიალებდა.
ამას მეგობრებთან განვიხილავდით.
ჩემი სარწმუნო ინფორმაციით, მთელი ეს პერიოდი და სავარაუდოდ, საგრძნობლად მეტიც, რიჟვაძის მამა არაოფიციალურად ჰყავდათ დაპატიმრებული. ალბათ, უფრო დატუსაღებული, ვინაიდან ის ოფიციალურ სამართალდამცავ ან პენიტენციურ დაწესებულებაში არ იმყოფებოდა.
ჟარგონით, რომ ვთქვათ, ლევად ჰყავდათ გამოკეტილი და აკაჩავებდნენ. 

აჭარისთვის მთლად ახალი ამბავი არაა – მაშინვე თენგიზ ასანიძე გამახსენდა, ასლანის პირადი პატიმარი, რომელიც სპეციალურ სატუსაღოში ჰყავდა გამომწყვდეული.

იმავე ინფორმაციით, წნეხი იყო იმდენად დაუნდობელი, რომ ჩემი შემოსახლების მომენტისთვის, რიჟვაძის ახლო ნათესავების და ბიძაშვილ-მამიდაშვილების ორი წრე უკვე გაქცეული იყო ქვეყნიდან.
ანუ, ეგზეკუცია ხორციელდებოდა არც თუ დაფარულად და შეიძლება ითქვას, დემოსნტრაციულად ღიადაც, ყველას რომ დაენახა და დაემახსოვრებინა. 

ვინაიდან მთავარ აქტორს, რიჟვაძეს, არც თავი (თუმცა, ადამიანურ ენაზე სხეულის სულ სხვა ნაწილს მოიხსენიებენ ხოლმე), არც გონი ეყო იმის გასააზრებლად, რომ გაძრომის ერთადერთი შანსი ამბის ამ მოგუდული სივრციდან საჯარო სივრცეში გამოტანა იყო, ეს არც ვინმე სხვამ იკისრა.
ამგვარად მივიდა ეს გამოცხადებული დასჯის ქრონიკა კვანძის ლოგიკურ გახსნამდე. დანარჩენი დეტალებია. 

რიჟვაძე კალაძის მხარდაჭერილი კადრი იყო დასაწყისში და კორუფციის ჩამჯდარ, კლასიკურ კალაპოტში მოძრაობდა. მოპარულ ფულსაც სწორად ანაწილებდა და არიგებდა საყოველთაო სიყვარულთან ერთად, ჩვენი „თოკოს“ ძახილთან, ფეხზე ადგომასთან და ტაშთან ერთად.
მაგრამ, ერთ დღესაც ის ლილუაშვილმა გადაიბირა და აი, აქ კი მოსრიალდა.
მას ჩაბარდა მისთვის ჯერ არნახული მასშტაბის ფულის – ქოლცენტრებისა და ნარკოტიკების ბრუნვიდან შემოსული თანხების კონტროლი. ეს იმდენად წარმოუდგენელი თანხაა, რომ არათუ ინტელექტუალურად საშუალოზე ქვემოთ, ბევრად ქვემოთ განვითარებულ თოკოს, არამედ ბევრად განვითარებულ ტიპსაც დააკარგვინებდა მუხრუჭებს. მანაც გააჭენა. მამამაც გაიხსენა წარსული და ახალი „ნავაროტკებიც“ დაამატა.
აი ამ შუა გაჭენებულზე უპს – ლილუაშვილი მოიხსნა და მაშინვე, ამოსუნთქვისთვის წუთის გარეშე, როგორც ურო თავში, მოვიდა „სპროსი“ უკიდურესად დაუნდობელი მეთოდებით და სრული ცაიტნოტის პირობებში –  „ფული, აი ამდენი და ახლავე ან მაგრად ინანებ შენც და შენი ახლობლებიც“.
ალბათ რიჟვაძეს ძალიანაც უნდოდა მოთხოვნილი თანხის გაცემა, მაგრამ რაღაც დახარჯა, რაღაც სადღაც ჩადო, რაღაც სადღაც გაიტანა და მუდმივად მზარდი არაადამიანური წნეხის ფონზე კონცენტრირებაც ვეღარ მოახერხა, რათა მოეფიქრებინა, როგორ მოეგროვებინა ეს ფული და რაღაც მომენტში შეთანხმდა თავის თავთან, რომ ამას ვერ მოახერხებდა.
არ მგონია, თოკოს “ნათლია” ჰქონდეს ნანახი, უფრო, ჰა-ჰა „ლიცო სა შრამამ“, მაგრამ მისი ბედი კი ძალიან ჰგავს ნათლიას პერსონაჟის, პანტანჯელოს ბედს.  მას აუხსნეს, რომ როგორც ძველ რომში, იმპერატორისთვის უკვე მიუღებელ ტიპს, მიეცა რამდენიმე დღე საგარეჯოში, რომ დრო გაატაროს, ბოლო სურვილები შეისრულოს, შემდეგ კი დატოვოს წუთისოფელი, სამაგიეროდ კი იმპერატორი მის ოჯახს არა მხოლოდ არ დასჯის, ნორმალური ცხოვრების საშუალებასაც მისცემს.
ვინ იკისრა კონსელიერის, ტომ ჰეიგანის როლი, რომელმაც ეს ყოველივე აუხსნა? ახვლედიანმა?! რატომაც არა, მას არაერთხელ მოურგია ეს როლი.
რაშიც დარწმუნებული ვარ, წერილი დაუწერეს, რადგან მასეთი წყობის წერილს რიჟვაძე ვერ დაწერდა და ეს ყველამ იცის. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ წერილი წაუკითხეს და აუხსნეს, რომ ეს იქნება მისი გამოსამშვიდებელი ფურცელი.
რაც შეეხება დასკვნით აქტს – ხელი აუკანკალდა თუ მაინც იფიქრა, ცოტა მოღრეცილად ვისვრი, ეგებ გადავრჩე და მერე ეგებ რა იცი, გამოვძვრე კიდეც; ან იქნებ ვერ გაბედა და სხვამ შეუსრულა, რაც მგონია და მაგიტომაც არ აქვს ნასროლი თავში, ვინაიდან თავში ნასროლზე თავად ქნა თუ სხვამ, ბევრად ადვილად ჩანს. მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, მაგრამ მთავარი არაა. ასე იყო, თუ ისე, შეუსრულეს.თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი ამ ეტაპზე ძალიანაც ადეკვატურია. ის ბოლოს, როგორც მინიმუმ, წინააღმდეგობას აღარ წევდა.
რიჟვაძეს, რა თქმა უნდა, გამოჯანმრთელებას ვუსურვებ, მართლა მხეცი კი არ ვარ, მაგრამ აქ ჩემი ემპათია იწურება. ქოცებზე სასტიკი მის მიმართ მაინც ვერ ვიქნები. ისინი ხომ ნამდვილი გიენებივით არიან, რაც არ უნდა თავისიანი და ახლობელი იყოს, ერთი ფეხი თუ დაუცდა, ეგრევე ესევიან და გლეჯენ ხორცებს,- წერს თარგამაძე.

კატეგორიები

ბოლო ამბები

  • წყალი შეწყდება – გადაამოწმეთ მისამართები
  • გიორგი ჩიკვაიძემ ციხეში შიმშილობა დაიწყო
  • პენსიის გაცემის პროცესი გამარტივდა – ცვლილებები ბრძანებაში

© 2023 Mix.Metronome.Ge

No Result
View All Result
  • Home 1
  • Home 2
  • Privacy Policy

© 2023 Mix.Metronome.Ge