გუშინ ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო.
აღნიშნულს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელით გამოეხმაურა.
„მადლობა რასა იუკნევიჩიანეს და ყველა ევროპარლამენტარს ვინც ხმა მისცა რეზოლუციას.
რეზოლუცია გმობს ქართული ოცნების პოლიტიკას, რომელმაც საქართველო გადაიყვანა ევროპის გზიდან და დააახლოვა რუსეთთან და მის მოკავშირეებთან.
ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ 2003-2012 წლებში პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სათავეში ყოფნის დროს გზა გაუკვალა საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადამწყვეტი როლი ითამაშა საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესის დაწყებასა და წინსვლაში!
გმობს პოლიტიკური ოპონენტების დევნას, მიაჩნია რომ მომავალი ე.წ. არჩევნები არ წარმოადგენს შესაძლებლობას, ასახოს ქართველი ხალხის დემოკრატიული არჩევანი. არჩევნებისთვის აუცილებელია ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება, გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემო და მიუკერძოებელი საარჩევნო ადმინისტრაცია.
რეზოლუცია უკვე მერამდენედ, ხაზგასმით მოითხოვს მიხელ სააკაშვილის გათავისუფლებასა და უცხოეთში გადაყვანას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ზემოაღნიშნული რეზოლუციის დეტალებს გაეცანით ბმულზე.