თბილისში, საბურთალოზე, მიცკევიჩის ქუჩაზე, დაპირისპირების შედეგად, ორი მამაკაცი დაიჭრა.
როგორც ირკვევა, შემთხვევას წინ საცხოვრებელ კორპუსში დაწყებული ურთიერთშელაპარაკება უძღოდა, შემდეგ კი მათ ერთმანეთი ცივი იარაღით დაჭრეს.
ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
